ბოლო დროს რამდენიმე მშობელმა მოგვწერა მოზარდებში გავრცელებულ სუნთქვის შეკავების ტრენდზე, რომლებიც მიზნად ისახავს ტრანსის მდგომარეობაში გადასვლას ან ეიფორიის მიღწევას. საფრთხე რეალურია და უკავშირდება სერიოზულ რისკებს, მათ შორის სიკვდილსაც.
რა ხდება?
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევაა TikTok-ის "Blackout Challenge", რომელიც მოზარდებს მოუწოდებს, შეიკავონ სუნთქვა ან გამოიყენონ ასფიქსიის მეთოდები, რათა მიაღწიონ გონების დაკარგვას. ეს გამოწვევა დაკავშირებულია რამდენიმე ბავშვისა და მოზარდის სიკვდილთან, მათ შორის იყო 10 წლის გოგონასთან იტალიაში და 12 წლის ბიჭი კოლორადოში (წყარო: Newsweek).
გარდა ამისა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მოზარდები ცდილობენ გაზარდონ ფილტვების ტევადობა ან მიაღწიონ ეიფორიის მდგომარეობას სუნთქვის შეკავებითა და ჰიპერვენტილაციით. მაგალითად, 17 წლის ოსკარ მონტგომერი დაიღუპა სნორკელინგის დროს, როდესაც ცდილობდა სუნთქვის შეკავების უნარის გაუმჯობესებას (წყარო: BBC).
რატომ არის ეს სახიფათო?
სუნთქვის შეკავება და ჰიპერვენტილაცია ამცირებს ორგანიზმში ნახშირორჟანგის დონეს, რაც აყოვნებს სუნთქვის მოთხოვნილების სიგნალს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი გონების დაკარგვა და, თუ ეს ხდება წყალში, შესაძლოა გამოიწვიოს დახრჩობა.
რა უნდა ვიცოდეთ?