თუ პასკის ცომი არ ამოდის: "ამ მეთოდებმა არ უშველა, მივმართავთ ბოლო და უტყუარ ზომებს" - მშობლები

რა ვქნათ, თუ პასკის ცომი არ ამოდის: "თუ ამ მეთოდებმა არ უშველა, მივმართავთ ბოლო და უტყუარ ხერხს"

2025-04-15 22:12:44+04:00
წინასააღდგომო დღეებში თითქმის ყველა ოჯახში ტრიალებს პასკის სურნელი. თუმცა პროცესს ზოგჯერ პრობლემებიც ახლავს. რა ვქნათ, თუ პასკის ცომი არ ამოდის? ამასთან დაკავშირებით გამოცდილ დიასახლისებს ეფექტური მეთოდები აქვთ შემუშავებული, რომლებსაც სოციალურ ქსელში ერთმანეთს უზიარებენ. მათ შორის თამუნა ჯანაშვილიც:
"თუ ცომი არ ამოვიდა, ვიწყებთ მოქმედებას - ცომის შეთბობას.
1. ვრთავთ ღუმელს 40-50 გრადუსზე და ვდგამთ შიგნით ცომს.
2. ვდგამთ ცომს თბილ წყალში.
3. ვუწყობთ გვერდებში თბილი წყლით სავსე ბოთლებს ან “სათბურას”
4. ვურთავთ ელექტროლეიბს.
ამ მეთოდებმა თუ არ უშველა, მივმართავთ ბოლო და უტყუარ ზომებს: ვაკეთებთ ნახევარ ულუფა ხაშს, ე.წ. “აპარას”. (ამ დროს სასურველია საფუარი შევცვალოთ). გადავზილოთ ცომი თავიდან და ვზილოთ 10-20 წუთის განმავლობაში. დავამრგვალოთ ხელში ლამაზ გუნდებად საჭირო წონა (ფორმის 1/3)და გავანაწილოთ ფორმებში.
გადაზელვის შემდეგ აღარ ველოდებით მთლიანი მასის ამოსვლას, ვდეთ ფორმებში და აუცილებელია ფორმები შევდგათ ღუმელში 40-50 გრადუსზე. ამოსვლას დაელოდეთ, ნუ იჩქარებთ გამოცხობას. ვაცხობთ 160 გრადუსზე 40 წუთით ან ორიენტირდით თქვენი ღუმელის მიხედვით." - წერს ტამუნა ჯანაშვილი.
ხოლო იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოთ და ამოუსვლელი ცომის გაატიურებაზე ღელვა არ დაგჭირდეთ, ია მინდაძე-ასათიანი რამდენიმე რჩევას გაძლევთ:
"თბილ რძეში ჯერ გახსენით საფუარი, ხელით დაამუშავეთ.
შემდეგ მაქსიმუმ სამი სუფრის კოვზი შაქარი 100 მლ რძეზე (1-2 ს.კოვზიც ყოფნის)მეტი არ უქნათ. გამოკვების ნაცვლად გაგიჯიუტდებათ საფუარი. ისევ ხელით გაადნეთ შაქარი და აი, ამის შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და ისევ ხელით ააღუნღულეთ! ეტაპებად მიჰყევით ცომის მზადებას. ჯერ მოცხელო რძე მოათავსეთ ჯამში!
შემდეგ დაამატეთ ცივი ინგრედიენტები. ფქვილამდე ეს მასა უნდა იყოს თბილი და არა ცხელი, არა ცივი. თბილს დაამატეთ ამოფუებული საფუარი! შემდეგ შეაგუეთ საფუარი ამ სიტკბოს და ნელ ნელა დაამატეთ ფქვილი და სხვა დანარჩენი".