მსახიობი თემურ გვალია "სიცრუის დეტექტორს" სტუმრობდა. როგორც ცნობილია, ის მომღერალ ნუკა კვალიაშვილის მამაა. ეკა კვალიაშვილის ქალიშვილ ნუკას ნამდვილი გვარი გვალიაა, თუმცა წლების წინ გადაწყვიტა, დედის გვარზე გადასულიყო. დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, ხშირად აღნიშნავდა, რომ არ იცის მამის ყოლა საერთოდ რა გრძნობაა და იმასაც დასძენდა, რომ მისგან კარგი ურთიერთობის გარდა არც არაფერი უნდოდა. მამა-შვილმა რამდენჯერმე სცადა ურთიერთობის აწყობა და რამდენიმე წლის წინ ეს მოახერხეს კიდეც.
ნუკა დღეს დაქორწინებულია და სამი შვილის დედაა. კვლავ აქტიურად მღერის.
გადაცემაში სამი შვილის მამამ თემურ გვალიამ ისაუბრა იმაზე, გამოასწორა თუ არა შვილთან დაშვებული შეცდომები, რატომ ჰქონდა ნუკას მასთან დაძაბული ურთიერთობა და რატომ შეიცვალა გვარი:
- ოჯახის თემებზე ვერიდები ხოლმე საუბარს... ნუკა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი შვილია... უბრალოდ ნუკა არ მიცნობდა. წასული ვიყავი, მერე ციხეში ვიყავი, ისეთი პერიოდი მქონდა, ყურადღება მოვაკელი. არა მარტო ნუკას, კიდევ ორ შვილსაც, ყველას - მეგობრებს... ყველაზე ძალიან მაგას ვნანობ, რომ ჩემს ახლობლებს რაღაც მოვაკელი ცხოვრებაში და გული ვატკინე... ნუკასთან გაუგებრობა იყო, არ მინდა ამაზე საუბარი. მერე გამიცნო და ახლა შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. შაბათობით მოდის ხოლმე ხშირად ჩემთან. ძალიან ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან გახარებული ვარ. ნუკამ ცხოვრება შემივსო. ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ძალიან ნიჭიერი მომღერალია და გული მწყდება, მგონია, რომ ნუკას მეტი შესაძლებლობა უნდა მისცენ.