ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბავშვობის საყვარელ კერძებს დიდობაში თერაპიული ეფექტი აქვთ. ბავშვობის გემოები, მაგალითად, ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური თუ დედის ნახელავი ნამცხვარი, დადებით გავლენას ახდენს ფსიქიკაზე.
თუ მოამზადებთ ბავშვობის საყვარელ კერძს, რომელიც ოდესღაც ძალიან მოგწონდათ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და განწყობა. ეს დაკავშირებულია ასოციაციური მეხსიერების მუშაობასთან, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავიმახსოვროთ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა, ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენები. ამ მეხსიერების წყალობით ჩვენ უფრო ადვილად ვიხსენებთ საჭირო ინფორმაციას.
ასოციაციები, რომლებიც სიხარულისა და სიმყუდროვის შეგრძნებას იწვევენ, შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე ბავშვობაში საყვარელი ადგილებით, ხმებით და სურნელით. ნოსტალგია შეიძლება გამოვლინდეს წარსულის მონატრების ფორმითაც, თუმცა ის მაინც დაკავშირებულია სასიამოვნო ემოციებთან და დადებითად მოქმედებს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.