ბრიტნი სპირსის გულშემატკივრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განსაკუთრებით ღელავენ. მომღერალი კვლავ უცნაურად იქცევა. ამჯერად, ის სამოგზაუროდ თოჯინასთან ერთად გაფრინდა...
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობის ქვეშ იყო და ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა. გათავისუფლების შემდეგ, მომღერალმა თქვა, რომ მამა მის ცხოვრებას მთლიანად აკონტროლებდა და დამოუკიდებლად არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. მეტიც, მომღერალმა თქვა, რომ ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაც კი არ შეეძლო.
თუმცა, იქამდე, ვიდრე ბრიტნი სპირსის მამას სასამართლო მისცემდა მომღერლის ცხოვრების გაკონტროლების უფლებას, სპირსს ბევრი პრობლემა ჰქონდა. მომღერალი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ებრძოდა და არაადეკვატურად იქცეოდა. ამის გამო, მან შვილებზე მეურვეობის უფლებაც დაკარგა და წლები ვერ ნახულობდა მათ. ვაჟებთან ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ბოლო პერიოდში მოახერხა.
მამის მეურვეობისაგან გათავისუფლების შემდეგ, ბრიტნი სპირსი ფიტნეს ტრენერ სემ ასგარზე დაქორწინდა. ეს ქორწინება ერთი წელი გაგრძელდა, თუმცა მომღერალი მაშინ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა.
მორიგი განქორწინების შემდეგ, ბრიტნი სოციალურ მედიაში გააქტიურდა. გულშემატკივრების შეშფოთებაც სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. მომღერალი კამერის წინ ხშირად ნახევრად შიშველი, გაუჩერებლად ცეკვავს. უცნაურად იქცევა და გამოიყურება.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. 10 აპრილს პაპარაცებმა დააფიქსირეს, რომ ბრიტნი სპირსი მექსიკაში, თვითმფრინავით ჩაფრინდა. მომღერალმა თან წაიყვანა თოჯინა, რომელსაც ბავშვივით ექცეოდა... თოჯინა, ბავშვის მსგავსად, პლედში იყო გახვეული. სათამაშო ბრიტნი სპირსის დაცვის წევრს ეჭირა ხელში და მომღერალიც გვერდით მიჰყვებოდა.
ბრიტნი სპირსმა თოჯინა 2021 წელსაც გამოაჩინა და თქვა, რომ შვილი შეეძინა.
"შვილი შემეძინა. შვებულების გატარებას მასთან ერთად, სახლში ვაპირებ. მისი საბავშვო ოთახი ულამაზესია. მას ბრენანი ჰქვია. ჩვენ ვგავართ კიდევაც ერთმანეთს. ეს ჩემი პირველი თოჯინა." - თქვა ბრიტნი სპირსმა.
ახლა მომღერლის გულშემატკივრები განსაკუთრებით ღელავენ და ახლობლებს მოუწოდებენ, რომ მის მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნონ.