თანამედროვე სამყაროში ხშირად ადამიანებს არ აქვთ დრო, რომ სხვადასხვა საკითხი სიღრმისეულად შეისწავლონ. თუმცა, არის თემები, რომელთა ცოდნაც შესანიშნავ ზოგად განათლებაზე მიუთითებს. დღეს ერთ ტესტს გაგიზიარებთ, სადაც შეკითხვები სხვადასხვა სფეროდანაა - თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი სწორი პასუხი დააგროვოთ:
1. რა ერქვა ძველ საბერძნეთში ვაჭრობისა და იღბლის ღმერთს?
2. ცნობილი მათემატიკური თეორემა ასე გამოიყურება - კათეტების კვადრატთა ჯამი უდრის ჰიპოტენუზის კვადრატს. რომელი მათემატიკოსის სახელს უკავშირდება აღნიშნული თეორემა?
3. რა ფერი არ არის სამხრეთ კორეის დროშაზე?
4. რა ჰქვია ესტონეთის დედაქალაქს?
5. რისგან მზადდება ტრადიციული იაპონური საკე?
6. რა ჰქვია ვამპირს ცნობილ საგაში "ბინდი"?
7. რომელმა მოქანდაკემ შექმნა დავითის ცნობილი ქანდაკება?
8. ატმოსფეროს რომელი ფენაა ყველაზე ახლოს დედამიწასთან?
9. რა ჰქვია მზის სისტემის უდიდეს პლანეტას?
10. რომელ ქვეყანაში დაარსდა როკ-ჯგუფი The Rolling Stones?