ამ ქორწინებისა თავიდან სულაც არ სჯეროდათ და სულ რამდენიმე წელს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, 25-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, წყვილმა ერთად ბედნიერად იცხოვრა აგერ უკვე 25 წელი. ერთად გაზარდეს ორი შვილი, გადაიტანეს ბევრი რამ, კარიერასა და ცხოვრებაში და როგორც ჩანს, ამოწურეს რაღაც. გავრცელდა ხმები, რომ წყვილი იყრება. ნელ-ნელა დაიწყეს ქონების გაყიდვაც.
ამბობენ, რომ მაიკლი საკმაოდ დაუძლურებელია. ასაკმა და ავადმყოფობამ სერიოზულად დაატყო ხელი. რამდენიმე წლის წინ ხორხის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და თითქმის ერთი წელი ებრძოდა დაავადებას. კეტრინი მის გვერდით იყო ამ განსაცდელის დროს. ახლა კი, როგორც ჩანს, სხვაგვარად წარიმართება მათი ცხოვრება.
მაიკლი 80 წელს გადასცდა. ძირითადად სულ შინ არის, უჭირს დიდხანს დგომა და სიარული. ახლობლების თქმით, კეტრინს ცხოვრების ასეთი წესი აღარ მოსწონს. მას სურს კინოში თამაში, ღონისძიებებზე სიარული და ა.შ. მათი შვილებიც უკვე დიდები არიან - დილანი 24 წლისაა, კერისი - 21-ის.
შეგახსენებთ, წყვილმა "ზოროს ნიღბის" პრემიერაზე გაიცნო ერთმანეთი. 1999 წელს შესთავაზა ცოლობა დუგლასზე და 2000 წელს იქორწინეს.