- რაციონიც მარტივი აქვს. საუზმეზე მიირთმევს ავოკადოს და 6 კარგა მოხარშულ კვერცხს, ოღონდ, მხოლოდ ორს - გულით. აყოლებს ერთ ჭიქა რძეს. სადილად იღებს თევზის წვნიანს, გრილზე მომზადებულ ბოსტნეულს, ქათამს ბრინჯით. ძალიან უყვარს ნაყინი, ოღონდ, გარკვეულ დღეებში მიირთმევს და მხოლოდ დღის პირველ ნახევარში. მხოლოდ წყალს სვამს, აკრძალული აქვს რაციონში ყავა, ჩაი და ალკოჰოლი.
ამტკიცებს, რომ არ გაუკეთებია პლასტიკური ოპერაციები და ერთადერთხელ მიმართა ბოტოქსს. თმას იღებავს, რადგან ჭაღარას ვერ შეებრძოლა.
ასევე ამბობს, რომ მისი ახალგაზრდობის საიდუმლო ბევრი დადებითი ემოციაა და საქმე, რომელიც უყვარს. საყვარელ საქმეს სიამოვნება მოაქვს მისთვის. 1980-იან წლებში მოდელად მუშაობდა, შემდეგ მცირე ხანს პოპ-მომღერალი იყო, ახლა კი ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ძალიან ბედნიერია.