ნანუკა ჟორჟოლიანის უმცროსი შვილი საბა კოდუა 16 წლის გახდა. ნანუკა შვილს სოციალურ ქსელში ულოცავს დაბადების დღეს:
"საშინლად არ უყვარს საჯაროობა, მაგრამ წელიწადში ერთხელ თავს უფლებას მივცემ გითხრათ, ძაალიან კარგი ბიჭია საბა. ყველაზე კეთილია, ვისაც ვიცნობ. დაბადების დღეს გილოცავ დე! მინდა ზუსტად ისეთი ცხვოვრება გქონდეს, როგორიც შენ გენდომება".
ნანუკა ჟორჟოლიანს საბა მეორე ქორწინებაში შეეძინა - ერეკლე კოდუასთან. წყვილი რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა ერთმანეთს.
დაქორწინებამდე ერეკლეს ჰქონდა ოჯახი და ოთხი შვილი ჰყავდა. ნანუკასთან განქორწინების შემდეგ კიდევ ერთხელ იქორწინა უკრაინელ კატალინა დიდაზე.
ნანუკასაც ჰყავდა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან - მარიამ გეგუჩაძე. პირველად ნანუკამ ადრეულ ასაკში, 16 წლისამ იქორწინა. მისი მეუღლე მასზე რამდენიმე წლით უფროსი, ფინანსისტი ნიკოლოზ გეგუჩაძე იყო. ყოფილ მეუღლესთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს და მარიამიც მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
თავად მარიამი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა.მისი რჩეული პოლიტიკოსის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის უფროსი ვაჟი, 26 წლის გიორგი მჭედლიშვილია.
ნანუკა ორივე შვილთან ძალიან მეგობრობს და ხშირად აღნიშნავს, რომ ისინი მისი მთავარი ძალაა.