59 წლის ბრუკ შილდსის უმცროსი ქალიშვილი გრირი 19 წლის გახდა. დედამ ემოციურად მიულოცა დაბადების დღე სოციალურ ქსელში:
"ჩემი პატარა აღარ არის პატარა. გილოცავ მე-19 დაბადების დღეს, გრირ! მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, რომ დედაშენი ვარ!"
ბოლო პერიოდში გრირის ფოტოები სულ უფრო ხშირად ჩნდება ინტერნეტში და დიდი მოწონებით სარგებლობს. მართალია, გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ ბრუკ შილდსის საოცარ სილამაზესთან ის ახლოსაც ვერ მოვა, თუმცა ორი გოგონადან გრირი ბევრად უფრო ჰგავს დედას.
59 წლის ბრუკს ორი ქალიშვილი ჰყავს - როუენი და გრირი. როუენი უკვე ამთავრებს უნივერსიტეტს, გრირმა კი შარშან დაამთავრა სკოლა და პირველ კურსზეა. ბრუკმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ გაუჭირდა შვილების ზრდასთან შეგუება:
"ძალიან მეშინია, ცარიელ ბუდეში არ აღმოვჩნდე", - აღიარა მსახიობმა. "უცებ აღმოაჩენ, რომ ბავშვები აღარ არიან და შენებიც აღარ არიან. დამოუკიდებელი ადამიანები გახდნენ. ისინი შენ წინაშე ურთიერთობების ახალ ფორმას აყალიბებენ. მე არ ჩამომიყალიბებია ისინი, როგორც პიროვნებები, მაგრამ ძალიან ბევრს ვშრომობდი და ვიცავდი მათ, რომ ქცეულიყვნენ ისეთები, როგორებიც არიან, ახლა კი გზიდან ჩამოვეცალე".
ბრუკ შილდსი პირველად ცნობილ ჩოგბურთელ ანდრე აგასიზე დაქორწინდა, თუმცა იმ ქორწინებამ ორ წელსაც არ გასტანა. მეორედ კი მწერალსა და რეჟისორ კრის ჰენჩს გაჰყვა ცოლად 2001 წელს. ამბობს, რომ ჰენჩთან ძალიან ბედნიერია და წყვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.
ცნობისათვის, ბრუკ შილდსი ამერიკელი მსახიობი და მოდელია. ცნობილი ფილმებიდან "საჰარა", "ცისფერი ლაგუნა" და ა.შ. ასევე 1980-იანი წლებიდან ცნობილი მოდელი იყო. საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო მსახიობობა და წლების წინ აღიარა, რამხელა წნეხის ქვეშ მოუწია გავლა და რამდენჯერ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.
დღესდღეობით იშვიათად მონაწილეობს კინოში. 40 წელზე უფროსი ქალებისთვის კოსმეტიკური ხაზი გამოუშვა და ძირითადად ამ საქმიანობით არის დაკავებული. მანჰეტენზე ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად.