მომღერალი სოსო პავლიაშვილი წლებია, რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. იქ ჰყავს მეორე ოჯახი - ცოლი ირინა და ორი ქალიშვილი. ასევე რუსეთში წაიყვანა პირველი შვილი პირველი ქორწინებიდან, ლევანი, რომელსაც სკოლაც იქ დაამთავრებინა, აკადემიაც და ახლა ლევანი მამასთან ერთად გამოდის სხვადასხვა ღონისძიებაზე.
რამდენიმე ქართველი მომღერლისგან განსხვავებით (მაგალითად, თამარ გვერდწითელი, ვალერი მელაძე), რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სოსო რუსეთში დარჩა და ჩვეულებრივ აგრძელებს კონცერტებში მონაწილეობს, რის გამოც ქართველი გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ნაწილი გაანაწყენა. თავად ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს...
სააღდგომოდ სოსოს და - მაკა, ესტუმრა საქართველოდან, ხორაგით დატვირთული."ჩემი საყვარელი და მესტუმრა... დიდი ბედნიერებაა" - წერს სოსო და შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.