აღდგომა მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და თან, ოჯახური. ოჯახურად შეხვდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
ბევრმა მათგანმა ეკლესიაში გადაღებული ფოტოებითა და ვიდეოებით მიულოცა გულშემატკივრებს აღდგომა.
კახა კალაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო სააღდგომო ლოტურგიას.
ირაკლი კობახიძე ლიტურგიაზე შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ეკლესიაში შეეგებნენ აღდგომას ნინი ბადურაშვილი, ლაშა გურგენიძე, ანდრია გველესიანი ოჯახით, გიორგი გასვიანი და სხვები.
ბიძინა ივანიშვილი მეუღლესა და უმცროს ვაჟ ცოტნესთან ერთად შეხვდა აღდგომას.
ქალიშვილთან ერთად, მისივე ბაღიდან - გარდენიიდან მიულოცა საზოგადოებას აღდგომა ზურაბ შევარდნაძემ.
ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად გურიაში ჩავიდა სააღდგომოდ.
გიორგი ცხადაძემ და სალომე ლემონჯავამ ოჯახური სააღდგომო ფოტოები გაუზიარეს გამომწერებს.
სააღდგომო დეკორაციები გამოაქვეყნეს ასევე ცნობილმა ქალბატონებმა:
ლიკა კვარაცხელიამ შვილიშვილთან ერთად გამოაცხო პასკები და ფერადი სადღესასწაულო სუფრის ფოტოებიც გაუზიარა გამომწერებს.