მაკა ძაგანიამ და მისმა მეუღლემ გიგა ცერცვაძემ სოციალურ ქსელში გამომწერებს აცნობეს, რომ უკვე იუთუბზე არიან და მათი მხიარული ვიდეოების ნახვა, უკვე სხვა ფორმატით, მაყურებელს იქაც შეეძლება. როგორც ცნობილია, წყვილს მარტყოფში აქვს მიწა, სადაც ვენახს უვლიან და სხვადასხვა სამეურნეო საქმესაც თავად აკეთებენ. ახლა კი გადაწყვიტეს, სტერეოტიპები დაამსხვრიონ და მაკა მეუღლისგან ე.წ. მამაკაცის საქმეებს სწავლობს - იქნება ეს ვენახის გასხვლა, მულჩირება თუ სოფლის მეურნეობის სხვა საქმიანობები.
– ახალი გამოწვევა მაქვს, რომელთანაც ადრე არანაირი კონტაქტი არ მქონია, მიწასთან ურთიერთობას ვგულისხმობ. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა. როგორც შვილების გაჩენა იყო ჩემთვის მოვლენა, ზუსტად ასეთივე მოვლენაა ჩემთვის ჩემი ვენახი. ძალიან მაბედნიერებს და ბევრი გეგმა მაქვს მასთან დაკავშირებით. ჩემს თავს ვუსურვებ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვე ჩემს გეგმებს და შევძლო იმ ჩანაფიქრის განხორციელება, რომელიც ჩემს გონებაში, - ამბობდა მაკა ამ თემაზე ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცნობისათვის, მაკა ძაგანია ორი შვილის დედაა. მას ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან და ვაჟი - გიგა ცერცვაძესთან.