რობ კარდაშიანი ცნობილი ოჯახის წევრია, თუმცა უმრავლესობა იცნობს დებ კარდაშიანებს, რობი კი არავის ახსენდება ხოლმე.
ცნობილია, რომ კრის ჯენერს ხუთი ქალიშვილი ჰყავს - კიმი, კენდალი, კაილი, კორტნი და ქლოი, და ასევე ვაჟი რობ კარდშიანი, რომელიც დებისგან განსხვავებით, პოპულარობისკენ არ ილტვის.
ცოტა ხნის წინ კარდაშიანი-ჯენერების ოჯახი ერთად შეიკრიბა სააღდგომოდ. სწორედ ამ ახალ ფოტოებში გამოჩნდა 38 წლის რობი, რომელიც ოჯახის შეკრებაზე ქალიშვილთან ერთად მივიდა - მას 8 წლის გოგონა ჰყავს ბლეკ ჩაინისთან ქორწინებიდან. წყვილი რა ხანია, ერთად აღარ ცხოვრობს.
რობის გამოჩენამ ფოტოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კომენტარებში უწერენ გულშემატკივრები, რომ ენატრებათ, კარგად გამოიყურება და ხშირად გამოჩნდეს. მას სოციალური ქსელიც არ აქვს და ფაქტობრივად, პაპარაცები თუ გადაუღებენ შემთხვევით, ისე გამოკრთება ხოლმე მისი ფოტოები.
რობი ხშირად ამბობს, რომ დებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. თავდაპირველად ცნობილ შოუში "კარდაშიანების ოჯახი" რამდენიმე სერიაში გამოჩნდა, მოგვიანებით მონაწილეობდა "ვარსკვლავებთან ცეკვებში", სადაც აღიარა, რომ ზედმეტი წონის გამო ღელავს და მორცხვობს.
ამბობს, რომ წონის მატების მიზეზი დეპრესიაა - ამ დროს საკმაოდ ბევრ მავნე საკვებს მიირთმევს. თუმცა ცნობილია, რომ რობს დიაბეტი აქვს და რამდენჯერმე კლინიკაში მოხვდა.
წონასთან დაკავშირებით ასევე ცნობილი ამბავია, რომ კიმის და კანიეს ქორწინებამდე რობის ოჯახმა პირობა წაუყენა - ან გახდებოდა, ან ქორწილში ვერ მივიდოდა. ზეწოლა იმდენად დიდი იყო, რობი მას ვერ გაუმკლავდა და შედეგად, ვერსალში გამართულ დის პომპეზურ ქორწილს ვერ დაესწრო.
რობი დღესდღეობითაც ებრძვის წონას, პირად ცხოვრებაშიც ჯერჯერობით არ გაუმართლა - რამდენიმე ცნობილ ქალთან ჰქონდა უიღბლო რომანი. პერიოდულად თავისი ბრენდის ნაწარმს უშვებს - მამაკაცის ხაზი აქვს. თუმცა ძირითადად მაინც დეპრესიას ებრძვის.