კორეაში მცხოვრები ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელმაც იქ თავის რჩეულ კორეელზე იქორწინა, დედა გახდა.
"დაიბადა იოჰანე 22 აპრილს, დილის 8:37, ჩემი გამზრდელი ნარგიზა ბებოს დაბადების დღეზე...
3,7 კილოგრამი დაიბადა თავქოჩორა ბიჭი. მეც მხოლოდ 20- წამიან ვიდეოში ვნახე, თომამ რაც გადაუღო და დაკუჭულ, ჭყინტ ყველს ჰგავს.
მე მგავს, კორეელის არაფერი ეტყობა ჯერჯერობით და ყველა შოკშია. 2 საათში არის ნახვა ბავშვის და თომა შეხედავს ფანჯრიდან, სურათი გადაუღოს იქნებ... ხვალ თუ მოვიკრებ ძალას და ავდგები, მეც წავალ სანახავად... შეიძლება, დამაჭერინონ კიდეც, მაგრამ ჩემთან არ მოჰყავთ...“ - ამცნო სოფიამ გულშემატკივრებს, ცოტა ხნის წინ კი ბიჭუნას ფოტოებიც გამოაქვეყნა.