თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ განცხადებების მიღება 31 მაისამდე გრძელდება:
"პროგრამა მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. 5 მარტიდან დღემდე 1900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან 254 განაცხადი დაკმაყოფილდა და დაფინანსდა. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ინტერესი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, განცხადებების განხილვა მიმდინარეობს და ეტაპობრივად, ყველა დაკმაყოფილდება. პარალელურად, მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ განაცხადების მიღება 31 მაისამდე გაგრძელდება. შესაბამისად, დრო არის, იაქტიურეთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე 442 წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ასე, რომ 31 მაისამდე შეგიძლიათ, განაცხადი წარმოადგინოთ და მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაგეხმარებათ და ხელს შეგიწყობთ." - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ დაფინანსებისოდენობასემესტრულადშეადგენსარაუმეტეს1125ლარსდა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.
შეზღუდული შესაძლებლობისმქონე ანმრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტისშემთხვევაში-ქალაქ თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა(განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო6 (ექვსი)თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდესრეგისტრაციაქალაქთბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე: