22 აპრილს ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ოჯახის გარემოცვაში იყო, მოსკოვში, როცა გული გაუჩერდა. როგორც მოგვიანებით თქვეს მისი ოჯახის წევრებმა, მიუხედავად დიდი ასაკისა, სერიოზული ჩივილები მას არ ჰქონია.
23 აპრილს მოსკოვში მაცხოვრის ტაძარში შეიკრიბნენ სამოქალაქო პანაშვიდზე. ჭირისუფლებს შორის იყვნენ მისი ქვრივი ტატიანა კოჩემასოვა და ქალიშვილი - 65 წლის ელენა.
როგორც ცნობილია, საყვარელი მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გარდაცვალებიდან (1998 წელს) 15 წლის შემდეგ შეხვდა ზურაბ წერეთელი მეორე სიყვარულს, რომელიც მასზე 46 წლით იყო უმცროსი. ის ტატიანას თავის მუზას უწოდებდა. ურთიერთობა ოფიციალურად არ გაუფორმებიათ, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ტატიან მხატვრის გვერდით იყო და მას თავისი ცხოვრების მთავარ მამაკაცს უწოდებს.
ზურაბ წერეთლის ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.