შვილის მოლოდინში მყოფ მომავალ მშობლებს ზოგჯერ წინასწარ აქვს მოფიქრებული სახელი, მაგრამ უმრავლესობა ვერ წყვეტს მშობიარობის მომენტამდე. თურმე ზოგიერთ სახელს წარმატება და სიმდიდრეც მოაქვს. შეიძლება ეს მხოლოდ მითი და ცრურწმენა გეგონოთ, მაგრამ კვლევებმა დაადასტურა: არსებობენ სახელები, რომლებიც თავიანთ მფლობელების მატერიალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ.
2018 წელს ბრიტანულმა ვაკანსიების საიტმა Adzuna მომხმარებელთა შემოსავლის დონე გააანალიზა და ისინი სახელების მიხედვით დააჯგუფა. გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია: აღმოჩნდა, რომ გარკვეული სახელების მქონე ადამიანები კარიერის თვალსაზრისით წარმატებულები ხდებოდნენ. მართალია, ამ სიაში მხოლოდ უცხოური სახელები მოხვდა, მაგრამ ზოგიერთი მათგანის გამოყენება სავსებით შესაძლებელია. ყველაზე მდიდარი და წარმატებულები შემდეგი სახელების მატარებლები აღმოჩნდნენ:
ქალის სახელები — ლიზი, მიშელი, ალექსისი, ჯინი, ლინდსი, ფრენსისი.
მამაკაცის სახელები — ჯერი, ფილიპი, რალფი, რონი, ჯეფი.
2019 წელს პრემიუმ ხარისხის ნივთების გაყიდვის საიტმა HushHush გადაწყვიტა, კიდევ უფრო მარტივად მიდგომოდა საკითხს. კომპანიის ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ცნობილი მილიონერებისა და მილიარდერების მონაცემები, რათა გაერკვიათ, რომელი სახელები გვხვდება მათ შორის ყველაზე ხშირად. დამეთანხმებით, აქედანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ზოგიერთ სახელს წარმატებას მოაქვს. ამ სიაში შევიდა არა მხოლოდ მამაკაცის სახელები:
ქალის სახელები — მარია, ჯუდი, სოფია, ანა, ვიქტორია, ელიზაბეთი, კიმი, კირსტენი.
მამაკაცის სახელები — ჯონი, დევიდი, თომასი, ბილი, ჩარლზი, მაიკლი, რობერტი, ჯიმი.
2025 წელს კიდევ ერთმა საინვესტიციო პლატფორმამ ჩაატარა კვლევა, რათა გაერკვია, რომელი სახელი მოუტანს ბავშვს სიმდიდრესა და წარმატებას. ამისათვის შესწავლილ იქნა 12 მილიონი მომხმარებლის მონაცემები. გაანალიზდა არა მხოლოდ სახელები, არამედ შემოსავლის დონე და წარმატებული თუ წარუმატებელი ფინანსური ინვესტიციები, რაც აჩვენებს, რამდენად კარგად მუშაობს ამ ადამიანებში ინტუიცია და ფულის გონივრულად განკარგვის უნარი. აღმოჩნდა, რომ ყველაზე წარმატებულები გახდნენ შემდეგი სახელების მატარებლები:
ქალის სახელები — ანა, მარია, ლორა, ჰელენი, სარა. მამაკაცის სახელები — ენდრიუ, სემი, ალექსი, კრისტოფერი, დარენი.