ჯგუფში "ვეძებ" კიდევ ერთი შემზარავი ამბავი გამოქვეყნდა:
ირმა მიქავა ეძებს შვილს:
"ჩემი შვილი 2006 წლის 4 სექტემბერს დაიბადა ჩხოროწყუში...
8 თვის, რომ იყო მისცა მაღალი სიცხე (კბილები ამოსდიოდა) წავიყვანეთ საავადმყოფოში,სადაც იქაურმა ექიმმა შეუყვანა არასწორი წამალი და 5 წუთში ბავშვს მისცა რეაქცია, ტუჩები გაულურჯდა, ფართოდ აჭრელდა ....
ქუთაისიდან გამოიძახეს რეანომობილი და ბავშვი სასწრაფოდ გადავიყვანეთ...
სანამ წავიდოდით, ამპულისკენ გავიქეცი, რომ მენახა რა წამალი იყო. დამლაგებელს უკვე ყველაფერი გადაეყარა, გაესუფთავებინა, ამიტომ ახლაც არ ვიცი, რა წამალი გაუკეთეს...
ქუთაისში რომ მივედით ბავშვი რეანიმაციაში დააწვინეს, ცოტა ხნის შემდეგ ჩემთან მოვიდა რუსეთიდან ჩამოსული პროფესორი ქალი და მითხრა, რომ მართალია ბავშვს მწვავე რეაქცია მისცა თუმცა მდგომარეობიდან აუცილებლად გამოვიდოდა. შიგნით შემიყვანა და მითხრა მიდი შენს შვილთან დედის სითბო სულ სხვა არისო, მივედი ჩავეხუტე, მოვეფერე, ვაკოცე. ბავშვი უგონოდ იყო თუმცა იგრძნო ჩემი სიახლოვე და გაიღიმა...შემდეგ მითხრეს, რომ ბავშვი იაშვილის კლინიკაში უნდა გადამეყვანა რადგან იქ არიყო შესაბამისი პირობები (რემონტი მიმდინარეობდა).
მაშინვე გადავიყვანეთ თბილისში, იაშვილში.
ბავშვი მაშინვე რეამინაციაში შეიყვანეს... 4 დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ უფლებას ჩემს შვილთან შევსულიყავი. მეუბნებოდნენ, რომ არ შეიძლებოდა, თუმცა ექიმები, რომლებიც ჩემს შვილს მკურნალობდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ანალიზები კარგი იყო და ბავშვი აუცილებლად გაიღვიძებდა...
ოთხი დღის განმავლობაში არც ერთი წუთით არ მოვშორებივარ რეანიმაციის კარებს... მეოთხე დღეს გავიგონე, თუ როგორ ეუბნებოდა ექთანი ექიმს, რომ ბავშვმა გაიღვიძა და პალატაში გადაიყვანეს... ჩემი შვილის ნახვა მოვინდომე, თუმცა იქაც არ შემიშვეს, არ შეიძლებაო (ჩემი მეუღლე თანხის საშოვნელად რაიონში იყო დაბრუნებული). მხოლოდ მე და ბავშვის ნათლია ვიყავით... ჩემი მეუღლეც სწორედ იმ დღეს მოდიოდა თბილისში... ექთნებმა მითხრეს, მეხუთე სართულზე ავსულიყავი და დამესვენა, რადგან 3 თვის ორსული ვიყავი და თან ტოქსიკოზის გამო ვერ ვაზროვნებდი...
დიდი ხვეწნის შემდეგ ავედი და 10 წუთის შემდეგ შემომითვალეს, რომ ბავშვი ცოცხალი აღარ იყო..... ჩემი შვილის პალატას არ ვშორდებოდი და იმ დროს მომპარეს, როდესაც სხვა სართულზე გამაგზავნეს.....
ბავშვი საღამოს გადმოგვცეს, თუმცა არა ჩემი შვილი....
ტანსაცმელი თვითონ ჩააცვეს და გამოგვატანეს სრულიად სხვა ბავშვი. როდესაც დავინახე, მაშინვე ვიყვირე, რომ ეს არ იყო ჩემი შვილი. ჩემი ბელა ასეთი არ იყო-თქო, ვყვიროდი, თუმცა მითხრეს, წამალმა შეცვალა, გაბერა, თუ ხელს დააკარებთ ან სხეულზე შეამოწმებთ, გასკდება, არ ნახოთ, არ შეეხოთო.
ვტიროდი, ვყვიროდი, რომ არ წავიყვანდი, რადგან ჩემი შვილი არ იყო, თუმცა არავინ მიჯერებდა..
წინა დღეს ბავშვთან მამაო ჰყავდათ შეყვანილი დასალოცად და რომ გამოვიდნენ თქვეს, ბავშვს ტკბილად ეძინა, არც შეცვლილი არ იყო.... ერთ დღეში ნუთუ ასე შეიცვალა-მეთქი...
ჩემი შვილი 8 თვის იყო, ხოლო ის ბავშვი წლი-ნახევრის მაინც იქნებოდა, ყველა გაშტერებული იყო, თუმცა ხმას არ იღებდა არავინ და არც არავინ დამიჯერა.
ექიმები მემუქრებოდნენ, გაჩუმებას მაიძულებდნენ. ნემსს გაგიკეთებთო, რაც იმ დროს ჩემთვის საზიანო იყო... დავიტირეთ სხვისი შვილი.... გულში ეს ყველაფერი ვიცოდი, თუმცა ხმას ვერ ვიღებდი, რადგან არავინ მიჭერდა მხარს, ერთი მხოლოდ ბავშვის მამიდა ამბობდა, რომ ეს მისი ბელა არ იყო. ყურს არავინ გვიგდებდა...
18 წლის განმავლობაში როდესაც სასაფლაოზე ავდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იქ ჩემი შვილი არ იყო. იმის სურვილიც კი არ მქონდა, რომ მიწას შევხებოდი და ერთი წვეთი ცრემლიც კი გადმომეღვარა.... ახლა კი საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩემი შვილი ცოცხალია და ახლა ის ადამიანებიც კი, რომლებიც მაჩუმებდნენ, მეუბნებიან, რომ ჩემს შვილს ვიპოვი....
ბავშვის გარდაცვალების მოწმობაც კი არ არსებობს, იმ დღესაც არაფერი მოუციათ...
თუ დაიბადე ამ წელში და ეძებ ბიოლოგიურ ოჯახს, დამიკომენტარეთ.
ფოტოზე: რვა თვის ბელა".