მომღერალი მაგდა ჯოხაძე გადაცემაში "პრაიმშოუ" ურთიერთობების შესახებ საუბრობს და ამბობს იმასაც, თუ რა ქმნის ქალსა და მამაკაცს შორის ბედნიერ კავშირს:
"მიმაჩნია, პირად ურთიერთობებში ქალის მისია არის ის, რომ მამაკაცს მის გვერდით ბედნიერად აგრძნობინოს თავი. მამაკაცის მისიაც იგივეა. სადაც ორი ადამიანის ურთიერთკავშირში ბედნიერებაა, იქ უკვე ყველაფერი იქნება. ყველა თავის ძლიერ მხარეს გამოაჩენს. ყველა მამაკაცს აქვს შანსი. ამ შანსს როგორ გამოიყენებს მანდილოსანთან, ეს უკვე მისი საქმეა. რას სურთ მამაკაცებს ან რას ელიან ქალებისგან? - სიტკბოს, სიყვარულს... ორ ადამიანს შორის ბედნიერების შეგრძნებას არაფერი ჯობს." - ამბობს მაგდა ჯოხაძე.
შეგახსენებთ, რომ მაგდა ჯოხაძე მომღერალ ანრი ჯოხაძის დაა. მაგდამ რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკმაოდ ადრეულ ასაკში დაქორწინდა. მაშინ ის 15 წლის იყო, მისი ყოფილი მეუღლე კი - 18-ის. მომღერალს ორი შვილი ჰყავს და როგორც თავად ამბობს, ხშირად და-ძმებად აღიქვამენ.