მშობლისთვის შვილზე ზრუნვა მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ერთობ სასიამოვნო მოლოდინებითა და ემოციებით არის დატვირთული. პირველი გულისცემა, პირველი ექოსკოპია – ყველაფერი იმის მაუწყებელია, რომ ცხოვრება მალე რადიკალურად შეიცვლება. ყოველი ფეხის დარტყმა – ეს არა მარტო ბავშვის პირველი მოძრაობებია, არამედ დიალოგის დასაწყისი, უხმოდ გაცვლილი სიყვარული. შემდეგ დაბადება, პირველი ტირილით სამყაროსთან მისალმება და ამ მომენტიდან იწყება ახალი თავი – სავსე სიყვარულით, შფოთვით, გაუთავებელი კითხვებითა და პასუხების ძიებით.
მშობლებს ახალშობილებთან ერთად არაერთ პრობლემასთან გამკლავება უწევთ. ჩვილი ტირილით გამოხატავს ყველა სახის დისკომფორტს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ექმნება, როგორიცაა შიმშილი, დაღლილობა, გამოსაცვლელი საფენი და ა.შ. ზოგჯერ ის დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადებასთანაც. როცა ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, ჯანმრთელობის პრობლემაც გამორიცხულია, ბავშვი კი მაინც ტირის – დღეში 3 საათზე მეტს, კვირაში 3 დღეზე მეტს და 3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ მდგომარეობის მიზეზი ჩვილთა კოლიკა და ნაწლავში დაგროვილი აირებია.
ჩვილთა კოლიკა – ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი გამოცდილებაა როგორც ახალშობილისთვის, ისე მისი მშობლებისთვისაც. ეს მდგომარეობა, რომელიც ნაწლავებში დაგროვილი აირებით იწვევს მტკივნეულ სპაზმებს, ყველაზე ხშირად სიცოცხლის პირველივე კვირებში ვლინდება.
რა შეიძლება იყოს ახალშობილთა კოლიკის ძირითადი მიზეზები და როგორ ვმართოთ ჩვილთა კოლიკა?
ჩვილთა კოლიკის ეპიზოდები, როგორც წესი, დღის მეორე ნახევარშივლინდება და აწუხებს როგორც ძუძუთი, ისე ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებს. ასეთ დროს ბავშვი მოულოდნელად იწყებს ტირილს, შეკრული მუშტები, თაღოვანი ზურგი, გაზების გამოყოფა, შებერილი და დაჭიმული მუცელი, სიწითლე და მტკივნეული მიმიკები სახეზე, მუცელთან მიტანილი მუხლები – ეს ის სიმპტომებია, რომელთა არსებობაც ჩვილთა კოლიკაზე მიგვანიშნებს. ახალშობილთა კოლიკის გამომწვევი მიზეზებია: კვების არასწორი ტექნიკა, არასაკმარისი ან ჭარბი კვება და ამოქარვების არაეფექტური ხელშეწყობა, ძროხის რძის ცილის აუტანლობა, ლაქტოზის აუტანლობა, უმწიფარი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, დისბიოზი (ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის დარღვევა).
იმისათვის, რომ ახალშობილმა უცხო სამყაროსთან ადაპტაცია მინიმალური დისკომფორტით შეძლოს, აუცილებელია ჩვილთა კოლიკის დროული და კომპლექსური მართვა. არსებობს რამდენიმე პრაქტიკული მეთოდი, რაც მშობლებს კოლიკის მართვაში ეხმარება: თბილი აბაზანა, მუცლის წრიული მასაჟი, მსუბუქი რწევითი მოძრაობები, საწოვარა, სითბო მუცელზე. ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: მშობლების მხარდაჭერა და განათლება, კვების რეჟიმის და ტექნიკის გადასინჯვა და დარეგულირება, ჩვილის დამშვიდება, გარემო გამღიზიანებლების შემცირება.
თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევის მიუხედავად, კოლიკის სიმპტომები ძლიერდება და დღითიდღე იმატებს, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტოზური ჩარევა. ჩვილთა კოლიკის დროს, პედიატრების მხრიდან, ხშირად ინიშნება პრობიოტიკები და სინბიოტიკები, რომლებიც ახალშობილის უმწიფარ ნაწლავურ მიკრობიოტას აბალანსებს და ასევე აირების დაგროვების საწინააღმდეგო საშუალებები.
ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატებიდან მშობლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და ეფექტური საშუალებაა დიალაკი წვეთების სახით, რომელიც სწრაფად ხსნის ჩვილთა კოლიკას და მეტეორიზმს ბავშვებში. დიალაკის სავაჭრო ლიცენზიისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელია GM PHARMA, ერთადერთი საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია საქართველოდან.
დიალაკი თეთრი ან მოთეთრო ფერის ემულსიაა, რომელიც მოთავსებულია 30 მლ მოცულობის ქარვისფერი მინის ფლაკონში, პლასტმასის თავსახურით და საწვეთურით. ემულსიის 1 მლ, აქტიური სუბსტანციის სახით, 40 მგ სიმეტიკონს შეიცავს. სიმეტიკონი შლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილ აირებს და ამით მნიშვნელოვნად ამცირებს მუცლის შებერილობას და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს. სიმეტიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შესაბამისად არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, წამალთაშორის ურთიერთქმედებას, გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი პროფილით და შესაძლებელია მისი გამოყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. დიალაკს ბანანის სასიამოვნო გემო აქვს, რაც დამატებითი უპირატესობაა და პატარებისთვის მისი მიღება სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნოცაა.
მუცლის შებერილობა არ არის მხოლოდ ახალშობილთა პრობლემა და ხშირია სხვადასხვა ასაკის ბავშვებში, რაც ძირითადად უკავშირდება კვების რეჟიმსა და საჭმლის მონელების პრობლემებს. დიალაკის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი მიღების წესი და დოზირება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.
დიალაკის ფლაკონი გამოყენებამდე კარგად უნდა შევანჯღრიოთ და წვეთების ზუსტად დოზირებისთვის უნდა დავიჭიროთ ვერტიკალურად, თავით ქვემოთ.
დიალაკის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად ან კვების შემდეგ; საჭიროებისას – ძილის წინ.
დიალაკი ინახება ოთახის ტემპერატურაზე და ვარგისია გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
R