მაია ასათიანი უარყოფით კომენტარს გამოეხმაურა.
ტელეწამყვანი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის კომენტარებს ხშირად იღებს:
- მეუბნებით ხოლმე, რომ ასეთ მესიჯებს არ უნდა ვუპასუხო. ძალიან გულწრფელი ვარ. 8 წელი გავიდა. 8 წლის მანძილზე ყველაზე მეტი ნახვა აქვს თემებს, უნდა მეცვას თუ არა საცურაო კოსტიუმი, უნდა დავდიოდე თუ არა დასასვენებლად, უნდა ვვარჯიშობდე თუ არა... ყველაზე მეტი ნახვა, ლაიქი და უარყოფითი კომენტარი აქვს თემას, უნდა ვუვლიდე თუ არა საკუთარ თავს. ჩემნაირი ქალისთვის ყველა დღე ბრძოლაა. დილა რომ თენდება, მერე რა, რომ დრო გავიდა?! ეს ტვირთი ზურგზე გაქვს წამოკიდებული და ამ ტვირთს დაატარებ, ამით ცხოვრებას სწავლობ. მაგრამ, არც ერთი წამით არ გავიწყდება. დილა რომ თენდება, ყოველთვის არჩევანი გაქვს - დაიწყო ეს დღე, გადმოხვიდე ლოგინიდან თუ დაწვე და დეპრესიაში შეხვიდე, საერთოდ მოწყდე რეალობას, აღარ იარსებო... ყველა დღე არის ბრძოლა. თუ ვინმეს ეს დააწყნარებს და დაამშვიდებს, ამ ბრძოლაში აგერ უკვე 8 წელია. ძალიან გამოვყავარ წყობიდან ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ლაპარაკობენ, უნდა მეცვას თუ არა დეკოლტე და საცურაო კოსტიუმი. საერთოდ, ადამიანები ვართ?! ზუსტად ვიცი, როგორც თქვენ ამბობთ, რომ ჩავძაღლდები და მივალ ჩემს შვილთან, ასე მეტყვის: "დე, რა მაგარი გოგო იყავი." ძალიან არ მინდოდა, რომ ასეთი გენახეთ. ახლა წავალ, პირს დავიბან, ახალ დღეს დავიწყებ, ყავას დავისხამ და აღარავის დავანახებ ჩემს ცრემლს. წერეთ, რაც გინდათ.