20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ambebi.ge -ს გია ხაიკაშვილის ახლობელმა უამბო დაპირისპირება შენიშვნას მოჰყვა:
"იმ ღამით აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ მეზობლები, დღეობაზე გიაც იყო. ქუშაშვილები - ძმები და ბიძაშვილები (სულ ხუთნი იყვნენ) უზრდელობდნენ, იგინებოდნენ, რისთვისაც გიამ შენიშვნა მისცა, წესრიგისკენ მოუწოდა. ძმებს უთქვამთ, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთსო. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი რესტორან "წანარეთში“ შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ქუშაშვილებს გიას დაცინვა დაუწყიათ, სათვალე ხომ არ გიჭერსო და მსგავსი რეპლიკებით აიგდეს. იქაც მოხდა შელაპარაკება და როცა გია უკან წამოსულა, დაურეკავთ მისთვის და საქმის გასარჩევად დაუბარებიათ - გველეთს ჩამოდი, იქ გელოდებითო. განაგრძეთ კითხვა