დღეს, ცნობილი გახდა, რომირაკლი ქარსელაძემინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. მის ადგილას კი პრემიერმა ირაკლი კობახიძემრევაზ სოხაძეწარადგინა. შეგახსენებთ რომ, ქარსელაძე აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.
კობახიძემ განმარტა, რომ ქარსელაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ქარსელაძემ მადლობა დაიმსახურა პრემიერის, რომელმაც აღნიშნა, რომ "მისი ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა“. ქარსელაძეს გადადგომის მიზეზები არ დაუკონკრეტებია და ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა კობახიძეს, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიას და მხარდამჭერებს.