სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 7 წლის ბიჭის შესაძლო წამების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ნაცემი არასრულწლოვანი რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში იყო ჩაკეტილი. ბავშვს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ნაკბენების კვალი.
ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი თვითონ გაექცა სავარაუდო მოძალადეებს და დახმარებისთვის ნათესავს მიმართა. ისინი დედასა და ბებიას ასახელებენ ძალადობის წყაროდ.
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოხდა.