წალენჯიხის ერთ- ერთ სოფელში ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადა და არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია სამართალდამცავებმა უკვე გაავრცელეს.
ნაცემი 7 წლის ბიჭუნა სახლიდან გაიქცა და დიდ ბებიას მიმართა დახმარებისთვის. სწორედ მან აცნობა პოლიციას და ძალოვნებმა ფაქტზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს.
"ჩვენს სოფელში მოხდა ფაქტი და დაკავებულია 7 წლის ბიჭუნას დედა და ბებია ბავშვზე ძალადობისთვის. რა მოხდა მათ სახლში, ეს დეტალები გამოძიებამ უკვე დაადგინა. ცნობილია, რომ ბავშვი ნაცემია. ადრე ამ ოჯახიდან ძალადობა არ გამიგონია, ბავშვის დედა ბაღში მუშაობს, იქვე თავის სახლთან ახლოს, სოფლის ცენტრში აქვთ ბაღი და იქ მუშაობს. ბებიაც ახალგაზრდაა, ზრდიდა თავის შვილიშვილს და ყველას, თანასოფლელს ძალიან გვიკვირს რატომ მივიდა ასეთ ძალადობამდე საქმე. როგორც სოფელში გავრცელდა ინფორმაცია, ცემის შემდეგ ბავშვი გაქცეულა სახლიდან.
ამავე სოფელში ცხოვრობს ამ ბავშვის დიდი ბებია, მამის მხრიდან. მათი სახლები ერთი კილომეტრის დაშორებით არის და ბავშვმა იქ მიირბინა. დიდი ბებიასთვის მოუყოლია ეს ამბავი, უნახავს ბებიას ნაცემი ბავშვი და პატარას უთქვამს, დედას არ დაურეკო და არ უთხრა აქ რომ ვარ, თორემ მომკლავენო. სწორედ იმ დიდმა ბებომ, რომელთანაც მივიდა საშველად პატარა ბიჭი, დაურეკა პოლიციას, მოვიდნენ სამართალდამცავები, ნახეს ბავშვს რა დაზიანება ჰქონდა, მან უამბო ყველაფერი და ამის შემდეგ გუშინ დილით დააკავეს ბავშვის ბებია და დედა,"- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი...წაიკითხეთ სრულად