ცნობილი ინფლუენსერი და შეფმზარეული თათია თექთურმანიძე, რომლის პატარა ქალიშვილი ელაია ცოტა ხნის წინ ერთი წლის გახდა, აქტიურად მოგზაურობს და ფოტოებს სოციალურ ქსელში უზიარებს გამომწერებს.
რამდენიმე თვის წინ წერდა, რომ ბავშვის აღზრდაში მამაც აქტიურად იყო ჩართული, თუმცა ბოლო თვეებში თათია მარტო ჩანდა ფოტოებზე და მოგზაურობის ფოტოებზეც მარტო პოზირებს. ლოგიკურად გაუჩნდათ გამომწერებს შეკითხვები, რაზეც თათიამ უპასუხა, რომ მეუღლეს გაშორდა.
ასევე ისაუბრა იმაზე, თუ ვის უტოვებს პატარას, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მიემგზავრება.
თათია მალევე ჩადგა ფორმაში მშობიარობის შემდეგ და ფოტოსესიებშიც მალევე დაიწყო მონაწილეობა. ამბობს, რომ დიეტაზე არ არის და არც ორსულობის დროს მოუმატია მკვეთრად წონაში.