მსოფლიოში დაძაბული პოლიტიკური ფონის გამო, რომელიც საქართველოზეც ახდენს გავლენას, პოლიტიკოსები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ხვდებიან. მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ქალიშვილობაში ალბრეხტი. ალბათ ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ ის მრავალშვილიანი დედა და ოჯახური ფასეულობების დიდი გულშემატკივარია.
ურსულა ფონ დერ ლაიენი 67 წლისაა. ის ბრიუსელში, გერმანული წარმომავლობის ოჯახში დაიბადა. მისი მამა, ერნსტ ალბრეხტი, ცნობილი პოლიტიკური ფიგურა გახლდათ და ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.
ურსულამ ბავშვობა ნაწილობრივ ბელგიაში, ნაწილობრივ გერმანიაში გაატარა. თავიდან ეკონომიკას სწავლობდა ლონდონში, შემდეგ სამედიცინო მიმართულებით ჰანოვერის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და ექიმის დიპლომიც აიღო.
ურსულა ჰეიკო ფონ დერ ლაიენზე, სამედიცინო მეცნიერების პროფესორზეა დაქორწინებულია. წყვილს შვიდი შვილი ჰყავს. მათგან ყველა ბიოლოგიური შვილია, რომლებიც ურსულამ ბუნებრივი გზით გააჩინა.
დროთა განმავლობაში, დედის კარიერის ზრდასთან ერთად, ოჯახმა ძიძა აიყვანა, რაც თავად ურსულას თქმით, აუცილებელი იყო საქმიან და მრავალშვილიან ცხოვრებაში ბალანსის შესანარჩუნებლად. იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ოჯახის და პროფესიის შეთავსება დიდ ძალისხმევას და თანადგომას მოითხოვდა.
ინტერვიუებში ურსულა ფონ დერ ლაიენს ხშირად უსაუბრია ოჯახზე. სწორედ ამ ინტერვიუებიდან ჩანს, ევროპელი პოლიტიკოსის ოჯახური ფასეულობები და აღზრდის წესები. როგორც თავად აღნიშნავს, მათოჯახში არსებობდა მკაფიო წესები:
საღამოს საერთო ვახშამი იყო სავალდებულო - ოჯახური კავშირის გასაძლიერებლად. ტელევიზორის დრო შეზღუდული იყო - ბავშვები მეტ დროს ატარებდნენ წიგნებთან, სპორტში და ბუნებაში. დამოუკიდებლობის წახალისება - ბავშვებს ასწავლიდნენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე. ყოველთვის სათანადო ყურადღება ეთმობოდა სპორტსა და მუსიკას, როგორც განვითარების აუცილებელ საშუალებას.ურსულას ხედვით, ოჯახი უნდა ეყრდნობოდეს ორ საყრდენს: სიყვარულსა და წესრიგს. სიყვარული აძლევს ბავშვს თავდაჯერებას, ხოლო წესრიგი განაპირობებს უსაფრთხოებას და პასუხისმგებლობის გრძნობას.
ვინაიდან ურსულა ფონ დერ ლაიენი ხშირად საუბრობს ოჯახზე, წარმოგიდგენთ მის რამდენიმე ციტატას:
„შვიდი შვილი — ეს ნიშნავს შვიდგზის უფრო მეტ სიყვარულს, შვიდგზის უფრო მეტ შრომას და შვიდგზის უფრო მეტ ბედნიერებას.“
„ოჯახი არის ის ადგილი, სადაც მე ვსწავლობდი, რომ წარუმატებლობა არ არის დასასრული, არამედ ახალი დასაწყისი.“
„ბავშვებმა უნდა ისწავლონ, რომ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება — თავისუფლება მოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მზად ხარ პასუხისმგებლობის ასაღებად.“
„სიყვარული და წესრიგი — ეს არის ის ორი საყრდენი, რომლებზეც ოჯახი უნდა იყოს დაშენდეს.“
„არავის შეუძლია იდეალური მშობელი იყოს ყოველდღე. მთავარია, ბავშვები იგრძნობენ, რომ ისინი უპირობოდ უყვართ და სიყვარული მუდმივია.“
„ოჯახში უნდა იყოს სიცილი, ხმაური, კამათი და შერიგება — ესაა ნამდვილი ცხოვრება.“
ურსულა ფონ დერ ლაიენი რჩება მაგალითად იმისა, როგორ შეიძლება იყო წარმატებული პოლიტიკოსი და ამავდროულად ძლიერი ოჯახური ფასეულობებიც შეინარჩუნო.