კვლევა კაცები, ქალები და გენდერული თანასწორობა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, შვედეთის მხარდაჭერითა და ევროკავშირის კონტრიბუციით განხორციელდა.
კვლევის ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის დამოკიდებულებებს გენდერულ როლებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. კვლევა საქართველოში უკვე მესამედ ტარდება, რაც 2024, 2019 და 2013 წლების მონაცემების შედარების შესაძლებლობას იძლევა. 2024 წლის კვლევა „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ განხორციელდა და ეფუძნება „კაცები და გენდერული ურთიერთობები (IMAGES)“ მეთოდოლოგიას. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, მხარში უდგას ქალებსა და გოგოებს, მათი უფლებების დასაცავად, იქნება ეს სხეულის ავტონომია, თუ თავისუფალი და თანასწორი ცხოვრების უფლება.
მორიგი კვლევის შედეგები საკმაოდ საგანგაშოა: 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში, ყოველი მეხუთე კაცი ფიქრობს, რომ ზოგ შემთხვევაში ქალებს უნდათ, რომ გააუპატიურონ, ან თუ ქალს აუპატიურებენ, მან რაღაც ისეთი გააკეთა, რომ თავი ამ მდგომარეობაში ჩაიგდო...
გაუპატიურების შესახებ მითების კაცებს უფრო სჯერათ, ვიდრე ქალებს. თითქმისყოველი მესამე კაცი ეთანხმება, რომ გაუპატიურების შემთხვევის დროს ისმის კითხვა,ხომ არ აქვს გაუპატიურებულ ქალს ცუდი რეპუტაცია. ასევე, თუ ქალი ფიზიკურად არეწინააღმდეგება კაცს, ვერ იტყვი, რომ ეს გაუპატიურება იყო. ამ დებულებებს ყოველიმეოთხე ქალი ეთანხმება. კაცების მეხუთედი თვლის, რომ ზოგ შემთხვევაში ქალებსუნდათ, რომ გააუპატიურონ, რასაც ქალების 12.1% ეთანხმება. ყოველი მეხუთე კაცი,ასევე, თვლის, რომ ზოგადად, როდესაც ქალს აუპატიურებენ ეს ნიშნავს, რომ მანრაღაც ისეთი გააკეთა, რომ თავი ამ მდგომარეობაში ჩაიგდო. ქალებს შორის ამმოსაზრებას 10.9% ეთანხმება. კაცების 17.1% და ქალების 14.2% თვლის, რომ თუ ქალსფსიქო-სოციალური საჭიროებები აქვს, ვერ იტყვი, რომ ეს გაუპატიურება იყო.2019 წელთან შედარებით, 14.4%-იდან 21.2%-მდე არის გაზრდილი კაცი რესპონდენტების წილი, ვინც გაუპატიურების შემთხვევას ქალის დაუდევრობას უკავშირებს. მეორემხრივ, კაცების წილი, ვინც თვლის, რომ ფიზიკური წინააღმდეგობის გარეშე ინციდენტიარ განიხილება, როგორც გაუპატიურება, 50.4%-იდან 35.1%-მდე არის შემცირებული.კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში:საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება | 2024 43კაცების 20.2% მიიჩნევს, რომ ქალებს რეალურად სურთ, რომ ისინი გააუპატიურონ.2019 წელს ეს მაჩვენებელი 32.9% იყო.