გორში სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე შუახნის მამაკაცმა მეორე მაღაზიის მფლობელს და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, სროლის შედეგად შვილი, 30 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მამა, 50 წლამდე მამაკაცი, კლინიკაში გარდაიცვალა.
ბრალდებული და დაზარალებულები დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.
სავაჭრო ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, მოვაჭრეებს ერთმანეთთან კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, -აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით - განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ დაიწყო, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
"ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს გიორგი ცაციაშვილს და შეგიძლიათ მათაც გაესაუბროთ. გიორგი ძალიან კარგი, ხალისიანი ადამიანი იყო, არასდროს გამიგია მასზე ცუდი. ბოლოს, თებერვალში შევხვდით ერთმანეთს შემთხვევით, იმის მერე აღარც მინახავს, რადგან დიდი ხანია, საქართველოში აღარ ვარ და ცოტა ხნით ვიყავი ჩამოსული.
როგორც პიროვნება, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ჰყავს ასევე ძალიან კარგი მეუღლე და ორი შვილი. მამამისს დათო ჰქვია. თავიანთი ბიზნესი ჰქონდათ, როგორც ვიცი, ფეხსაცმლის მაღაზიები. განაგრძეთ კითხვა