ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო სახლის ყოველდღიური დასუფთავება ბევრი ჩვენგანისთვის გამოწვევად იქცა. პრობლემის აღმოფხვრაში ჭკვიანი ტექნიკაც ვერ გვეხმარება, რადგან მაგალითად რობოტი მტვერსასრუტით მხოლოდ იატაკის მოწმენდა შეგვიძლია, სახლის დანარჩენი ნაწილის დალაგებისთვის კი ადამიანის ჩართულობაა საჭირო.
ამ ყოველდღიური რუტინის შესრულება განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვისაც სახლში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს. მათი ჯანმრთელობისთვის კი ზედაპირებიდან მტვრისა და ჭუჭყის ყოველდღიური მოცილება უმნიშვნელოვანესია. მშობლებს უკვე არჩევანის გაკეთება უწევთ სახლის დასუფთავებასა და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს შორის, მათ ფაქტობრივად აღარ რჩებათ დრო დასვენებისა განტვირთვისთვის, რაც საბოლოოდ იწვევს სტრესს, გადაღლას და აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. სწორედ ამიტომ გახდა სერვისი - დამლაგებელი დღიურად მოთხოვნადი განსაკუთრებით თბილისისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მასშტაბით.
თუ წლების განმავლობაში აღნიშნულ სერვისს ძირითადად რემონტის შემდგომ ან ყოველთვიურად გენერალური დასუფთავების მიზნით მიმართავდნენ, ახლა დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, თითქმის ყოველკვირეულ საჭიროებად იქცა.
მშობლებს ურჩევნიათ, მეტი დრო დაუთმონ შვილებთან თამაშს, ხარისხიანად დაისვენონ, დაკავდნენ სპორტით, ისეირნონ სუფთა ჰაერზე, ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გაატარონ შაბათ-კვირა, სახლის საქმეები კი მიანდონ გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც იდეალურად შეასრულებენ თავიანთ საქმეს. სრულყოფილად დასუფთავებულ სახლში ერთი მხრივ, დაცულები არიან ბავშვები სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციისგან და მეორე მხრივ, მშობლები ნაკლებ სტრესს განიცდიან იმის გამო, რომ უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა თავად უჭირთ. ეს დადებითად აისახება მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხიც უმჯობესდება.
რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც დღიურად ვეძებთ დიასახლისს? - გთავაზობთ 3 რჩევას, რომელიც არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ:
უმჯობესია, სერვისი მოიძიოთ ისეთ პლატფორმებზე, სადაც არჩევანის გაკეთება რამდენიმე ვარიანტს შორის შეგიძლიათ. ასე მარტივად შეადარებთ ფასებს, თვალს გადაავლებთ, რას მოიცავს ესა თუ ის შეთავაზება, წაიკითხავთ შეფასებებსაც, დარწმუნდებით სერვისის მომწოდებლის სანდოობაში და არჩევანს უფრო მარტივად გააკეთებთ.
დალაგების ხარისხიანი სერვისის მიღება შესაძლებელია როგორც კომპანიებისგან, ისე ინდივიდუალური პირებისგან, თუმცა ამ უკანასკნელის მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს. შეგიძლიათ, ფიზიკურ პირს თავად მოელაპარაკოთ პირობებზე, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება, რაც დამატებით ხარჯებს აგაცილებთ თავიდან. ამასთან, ინდივიდუალური მომსახურება დროის თვალსაზრისით მეტი მოქნილობის შესაძლებლობას მოგცემთ და გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება.
ოჯახები დასუფთავების სერვისის რეგულარულად მიღებისგან ხშირად აღნიშნული რისკის გამო იკავებენ თავს. გადატვირთული რეჟიმის გამო ისინი ხშირად ზედამხედველობას ვერ უწევენ დალაგების პროცესს.
ერთი მხრივ, სანდო პლატფორმებზე განთავსებული შეფასებები და მეორე მხრივ, თვითონ სერვისის მომწოდებლისგან მიღებული გარანტიები დაგეხმარებათ, თავი დაიზღვიოთ უსაფრთხოების რისკებისგან. გარანტია შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს და თქვენს ინტერესებსა და ინდივიდუალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
ასევე ეცადეთ, მცირე დრო გამონახოთ და თავდაპირველად მაინც შეძლოთ თვალის მიდევნება სერვისის მომწოდებლისთვის.
დღეს დალაგების სერვისი იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ ხარისხიანი მომსახურების მიღება აღარ არის რთული, მთავარია, დამხმარის შერჩევისას ყველა მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გავითვალისწინოთ.
R