მევიოლინე გიორგი ცაგარელს დღეს დაბადების დღე აქვს და სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს. პირველ რიგში, მეუღლისგან მიიღო მილოცვები. ლელა კილაძემ მისი და გიორგის საერთო შვილის - პატარა ანდრეას ფოტო პირველად გაასაჯაროვა. სწორედ მამა-შვილის ფოტოთი მიულოცა გიორგის დაბადების დღე.
ლელა და გიორგი 2024 წლის სექტემბრის ბოლოს გახდნენ ბიჭის მშობლები.
ლელასთვის ანდრეა მეხუთე შვილია - მას წინა ქორწინებებიდან ჰყავს ოთხი შვილი. გიორგი კი პირველად გახდა მამა.