მარიამ როინიშვილს საზოგადოება ბავშობიდან იცნობს, ცნობილი ოჯახის შვილი პატარა ასაკიდან იდგა სცენაზე და იპყრობდა მაყურებლის გულს. საქმიანობასთან ერთად მუდმივად ინტერესის საგანი იყო მისი პირადი ცხოვრება. მარიამის პირველი შვილის - ელენეს მამა მსახიობი გიორგი მახარაძეა. გიორგის და მარიამის ოჯახი მალევე დაინგრა, თუმცა მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
მას შემდეგ მარიამი ერიდებოდა პირად ცხოვრებაზე საუბარს და ეს ფაქტი დღემდე უცვლელია. თუმცა, საზოგადოებას უყურადღებოდ არ დარჩენია მისი და ვახო კანდელაკის სიყვარულის ამბავი, წყვილი სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდა ერთობლივ ფოტოებს და სხვადასხვა ღონისძიებაზეც ერთად ჩნდებოდა.
საბოლოოდ, ვახომ დაუდასტურა მედიას, რომ მარიამი და ის ერთად იყვნენ. შემდეგ უკვე გამოჩნდა ორსული მარიამის ფოტოებიც.
დღეს კი გაირკვა, რომ წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც კირა დაარქვეს. ოჯახი და ახლობლები დიდი ზეიმით შეხვდნენ პატარა გოგონას დაბადებას.