ლევან ვასაძის ქალიშვილი, მოცეკვავე და მოდელი თათა ვასაძე დედა გახდა. მას და ბათა ზედგენიძეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ნინა დაარქვეს. ფოტოს სამშობიაროდან თათა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ორსულობის პერიოდშიც თათა აქტიურობდა სოციალურ ქსელში და ფოტოსესიებშიც მონაწილეობდა.
ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილი ოჯახური კომპანიის - "სამოსელი პირველის" მოდელიცაა და ქორწილშიც მას და მის მეჯვარეებს სამოსელის კაბები ეცვათ.