ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილის, ქეთო თოფურიძის დაბადების დღე ოჯახის წევრებმა საზღვრებს გარეთ, მონაკოში აღნიშნეს. ეკა ქალიშვილებთან ერთად იყო და რესტორანში დღეობას ასევე ესწრებოდა ქეთოს რამდენიმე მეგობარი, მათ შორის, ირაკლი ალასანიას ყოფილი რძალი ნუცა ადამია.
დაბადების დღის ტორტს სანამ ჩააქრობდა, ქეთოს მომღერალმა დამ - ნინი ბადურაშვილმა უმღერა.
ბოლო დროს ქეთოს ცხოვრებაში სიახლეა. როგორც თავად ამცნო საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით, კარიერას დუბაიში აგრძელებს:
"4-წლიანი გამორჩეულად საინტერესო გზა გავიარე ტექნოლოგიების სფეროში. ახალი თავგადასავლის დროა, კარიერას დუბაიში ვაგრძელებ, გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. წინ დიდი გეგმებია, და მჯერა, ამ გუნდთან ერთად კიდევ უფრო დიდ წარმატებას შევძლებ..."