სოციალური ქსელის პატარა ვარსკვლავები მომღერალი დები კახეთიდან - ევა და ანამარია ბუთიაშვილები "დღის პოსტის" სტუმრები იყვნენ. პატარების დედამ ფიქრია ჩეკურიშვილმა გაიხსენა, რომ დების სიმღერის პირველივე ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა, ერთ ღამეში "აფეთქდა". როგორც აღმოჩნდა, პატარა ევა განსაკუთრებულ ენთუზიამზს იჩენს.
"იმდენად აქტიურია, არ იღლება არასდროს. თუ მოხდა ისე, რომ ვერ ჩავწერეთ ახალი ტექსტი, ვერ ისწავლა, ნერვიულობს," - ამბობს ფიქრია ჩეკურიშვილი.
რაც შეეხება ანამარიას, ის საკმაოდ დატვირთულია და სამომავლო გეგმებიც აქვს: "ფორტეპიანოზე შევედი, სახლში ტამტამიც მაქვს, მინდა სალამურზე და გარმონზე დაკვრაც ვისწავლო. მინდა მსახიობი გამოვიდე და თქვენსავით წამყვანი ვიყო. ჩემი სტუდია მქონდეს და ბავშვებს ვასწავლო" - ამბობს ანამარია.
ბავშვებმა რამდენიმე სიმღერა იმღერეს და მაყურებელი ძალიან გაახალისეს, რას შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ ვიდეოში.