წისქვილის ,,თეატრი” უკვე მესამე წელია სტუმრებს გამორჩეული შოუებითა თუ მიუზიკლებით ანებივრებს. ამ სცენაზე გათამაშდა ,,და, აი ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!”, ასევე ბროდვეის ლიცენზირებული მიუზიკლი ,,ჩიკაგო”. კონცეფცია კი, რომელიც ყველასგან გამოარჩევს, ექსკლუზიურია. აქ წარმოდგენა, სერვისი და გასტრონომია შოუს ნაწილია.
2025 წლის სეზონი მასშტაბურად იხსნება. 20, 21 და 22 მაისს, „თეატრის“ სცენაზე პირველი ქართული ლეგენდარული მიუზიკლის, გიორგი შენგელაიასა და ანზორ სალუქვაძის „ვერის უბნის მელოდიების“ პრემიერა გაიმართება, გოგი ცაბაძის უკვდავი მუსიკითა და მორის ფოცხიშვილის დაუვიწყარი ტექსტებით.
სცენური ვერსიის დამდგმელი რეჟისორია ზაალ ჩიქობავა, დამდგმელი მხატვარი – თამარ ფოცხიშვილი, კოსტუმების მხატვარი – ანა ნინუა, ქორეოგრაფი – გიორგი ტორიაშვილი, ვოკალი – თამარ არჩვაძე, ინსცენირება კი თეა ყიფშიძეს ეკუთვნის. წარმოდგენა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მოვლენაა, ვახშამთან ერთად გაიმართება, ბრენდ შეფი, კი ალექს ნათაძეა.
ვიდეო იუთუბიდან: https://youtu.be/CMoXss5ZhC4
ლეგენდარული მიუზიკლის ,,ვერის უბნის მელოდების” პარტნიორები არიან: თიბისი კონცეპტი, სითიზენი, ბორჯომი, ბენე, Chivas 18, გურემანი, ვაკე.
მიუზიკლის მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი.
“მიუზიკლ ვერის უბნის მელოდიებზემუშაობა ჩვენმა გუნდმა ერთი წლის წინ დაიწყო. საპასუხისმგებლო საქმეს შევეჭიდეთ, რადგან ქართული კინოკლასიკა გახლავთ – პირველი ქართული მიუზიკლი, რომელიც ქართველი ლეგენდების მიერ არის შექმნილი. ამას გარდა, თეატრში პირველად იდგმება ქართული მიუზიკლი. სამუშაო პროცესი მეტად საინტერესო აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთი დაბრკოლება შეგვხვდა. სულ მალე, ჩვენს ნამუშევარს თეატრის სცენაზე მაყურებელი შეაფასებს. ინტენსიური მზადება მიმდინარეობს: იკერება კოსტიუმები, იქმნება დეკორაციები, მსახიობები გადიან ვოკალურ მომზადებას და ა.შ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მხარში დაგვიდგა – პირველ რიგში „წისქვილი ჯგუფს“. ასევე ნიკოლოზ რაჭველს არაჩვეულებრივი მუსიკის ვერსიისთვის, რომელიც ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის მიერ არის ჩაწერილი და გადმოგვცა ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა, რისთვისაც დიდი მადლობა დავით დოიაშვილს. ფონოგრამების გასწორებისთვის კი დიდი მადლობა ზურაბ ლალიაშვილს. შევხვდებით პრემიერაზე!” - ზაალ ჩიქობავა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ვერის უბნის მელოდების სცენური ვერსიის დამდგმელი რეჟისორი.
ვიდეო იუთუბიდან: https://youtu.be/qiPYKbiy1Rw
„ვერის უბნის მელოდიები“ სცენაზე ქალაქის უძველესი უბნის ისტორიებს აცოცხლებს. მაყურებელი წისქვილის ,,თეატრში” კვლავ შეხვდება პერსონაჟებს – მედროგე პავლესა და მის გოგონებს, მრეცხავ ვარდოს, ტანც-კლასის პედაგოგებს, პრისტავსა და აღა-გეორქას. სცენარი მოგვითხრობს ამბავს უთქმელ სიყვარულზე, სიკეთით ჩადენილ დანაშაულსა და საზოგადოების მოთხოვნით გაუქმებულ სასჯელზე. მიუზიკლი ძველი ვერის განწყობას მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ვიზუალური ესთეტიკის დახმარებით გადმოგვცემს.
კლასიკადქცეული კინემატოგრაფიის შედევრს, უცვლელი შინაარსით, მაყურებელი ,,თეატრში” იხილავს.
ბილეთების შესაძენად: Teatri.ge - https://teatri.ge/events/
დეტალური ინფორმაციისთვის: 577 000 888 ; Facebook
R