მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში მამის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც ბევრი წლის წინ გარდაიცვალა.
"მამა, დღეს შენი დაბადების დღეა".
მამამისს, ფიზიკოსსა და ლექტორს ლუდოვიკო წურწუმიას, საკმაოდ ამსგავსებენ გარეგნულად ლელას დისშვილს სანდროს, რომლის ფოტოებს ლელა ხშირად აქვეყნებს.
ცნობისათვის, ლუდოვიკო წურწუმიას და ლელას დედის - უცხო ენების სპეციალისტ ნინო ლომთათიძის ოჯახში სამი ქალიშვილი იზრდებოდა - ლელა, ეკა და ხათუნა.