ბრიტანეთის სამეფო კარის ინტრიგები არ სრულდება. პრინცმა ჰარიმ სასამართლოში გაასაჩივრა სახელმწიფო დაცვის მოხსნა, თუმცა პროცესი წააგო. 14 წლის წინ მთელი ბრიტანეთი აღნიშნავდა მის ქორწილს და ძმების მეგობრულ ფოტოებს, თუმცა პრინცმა და მისმა ცოლმა მოახერხეს, ამ წლების განმავლობაში არა მხოლოდ გარიყვოდნენ სამეფო ოჯახს, არამედ ურთიერთობა სრულიად გაეწყვიტათ. უინძორების ისტორიაში ეს ყველაზე დიდი განხეთქილებაა. მამას არ სურს უმცროს შვილთან ურთიერთობა, უფროსი ძმა კი, რომელიც მალე მეფე გახდება, გეგმავს ყველა ტიტული წაართვას ჰარის. ჰარის იმის უფლებაც არ აქვს, რომ მშობლიურ სახლში ჩავიდეს და ოჯახის წევრებთან ჰქონდეს ურთიერთობა. მას არ შეუძლია ბრიტანეთში ჩასვლა და შვილების - არჩისა და ლილიბეტის ჩვენება ოჯახის წევრებისთვის. მას უარი უთხრეს სახელმწიფო დაცვაზე და სხვაგვარად ამის განხორციელება არ შეუძლია.
მორიგი მარცხის - სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ, 40 წლის პრინცმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს:
"მინდა ოჯახთან შერიგება. არ აქვს აზრი ბრძოლას, ცხოვრება ძალიან ხანმოკლე და ძვირფასია..." - ამბობს ჰარი, თუმცა ყველამ იცის, რომ ის არ აპირებს ბოდიშის მოხდას და იქით არის ნაწყენი თავის ოჯახზე, - "მე არ ვიცი, მამაჩემი კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს..."
ცნობისათვის, ჩარლზ მესამეს ონკოლოგიური დაავაება აქვს და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა. ამბობენ, რომ 80 წლის იუბილეს შემდეგ გეგმავს ტახტის უილიამისთვის გადაცემას. უილიამი კი კიდევ უფრო შეუვალია, ვიდრე მამამისი და გავრცელებული ხმების თანახმად, ის გეგმავს ყველანაირი ტიტულის ჩამორთმევას ძმისთვის. სამეფო კარს ახლა არ სცალია ინტრიგებისთვის - ქეით მიდლტონიც სიმსივნეს ებრძვის და ჩარლზიც, ამიტომ არავინ "მოცდება" მეგანის და ჰარისთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. ყველას ახსოვს მეგანის სკანდალური განცხადებები და წყვილის ინტერვიუები, რომლებშიც სამეფო კარის ამბები გარეთ გამოიტანეს, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, მეგანმა, დადგენილი წესების მიუხედავად, ტიტული და სახელი ფულის საშოვნელად გამოიყენა. ამას კი სამეფო ოჯახი არ პატიობს.
"ის ვერ იტანს ჰარის და მეგანს. მიაჩნია, რომ მათ ყველაფერს უღალატეს, რისთვისაც ოჯახი იბრძვის და აცოფებს იმაზე ფიქრი, რომ სამეფო სტატუსს კიდევ რაიმესთვის გამოიყენებენ", - ამბობენ უილიამზე მასთან დაახლოებული პირები.