მას შემდეგ, რაც მშობლიური სახლი დატოვა და სამეფო ოჯახს ეჩხუბა, 40 წლის პრინც ჰარისთვის უკეთესი ცხოვრება ვერა და ვერ დადგა. სამსახური არ აქვს, ახალი პროექტები ვერ წარმატებულად ვერ „გავარდა“ და ყველაფერს კიდევ ახალი უსიამოვნება დაემატა.
ამ დღეებში პრინცმა სასამართლო პროცესი წააგო დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო უსაფრთხოების აღდგენის შესახებ, რაც ჰარისა და მის ოჯახს სახელმწიფო (ანუ უფასო) დაცვის უფლებას აძლევდა.
შეგახსენებთ, ჰარი ავღანეთში იბრძოდა ტერორისტული მოძრაობა თალიბანის წინააღმდეგ, და მას შემდეგ მათი შურისძიების ეშინია. სასექსის ჰერცოგმა განაცხადა, რომ მისი დაცვა უსამართლოდ გააუქმეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა სამეფო მოვალეობებზე და 2020 წელს აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. მაგრამ დიდი ბრიტანეთის კანონის თანახმად, უფასო დაცვა მხოლოდ სამეფო ოჯახის იმ წევრებს ეკუთვნით, რომლებიც დაკავებულნი არიან ტრადიციული სამეფო ღონისძიებებით, ხვდებიან ქვეშევრდომებს, მონაწილეობენ სასახლის ყველა რიტუალში, ერთი სიტყვით, ასრულებენ იმ რუტინულ სამუშაოს, რასაც მსოფლიოს ყველა მონარქი.
2024 წლის თებერვალში ჰარიმ პირველი საქმე წააგო სამეფო და VIP პირთა საქმეების აღმასრულებელი კომიტეტის წინააღმდეგ მისი უსაფრთხოების დონის შემცირების შესახებ. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მაგრამ სასამართლომ არ მიიღო ჰარის საჩივარი. სხვათა შორის, ჰარი ამ საქმის გამო ლონდონშიც კი ჩაფრინდა და ლონდონის სამეფო სასამართლოში მოსმენებს ესწრებოდა.
აპელაციის წაგების შემდეგ, 2 მაისს, BBC-სთან საუბრისას პრინცმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს დიდ ბრიტანეთში დაბრუნების პერსპექტივას: "ვერ წარმომიდგენია სამყარო, სადაც ახლა ჩემს მეუღლესა და შვილებს დიდ ბრიტანეთში დავაბრუნებდი... მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. და ყოველთვის მიყვარდა. მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებდნენ ზოგიერთი ადამიანები ამ ქვეყანაში. მომენატრა დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ შევძლებ ჩემს შვილებს ვაჩვენო ჩემი სამშობლო, და რომ ისინი ბევრ რამეს გამოტოვებენ იქ," — თქვა პრინცმა.
"დიდი ბრიტანეთი — ჩემი სამშობლოა, და ის ყოველთვის იქნება იმის ნაწილი, ვინც ვარ. ეს ის ადგილია, რომელიც მიყვარს, და ქვეყანა, სადაც ჩემი შვილი დაიბადა. ყოველთვის მხოლოდ ჩემი საქველმოქმედო საქმიანობის გაგრძელება მინდოდა, მხარდაჭერა საქმეებისა და ადამიანებისა, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან, და იმისთვის, რომ ჩემმა შვილებმა გაიცნონ ჩემი სამშობლოს სილამაზე", — დაასკვნა პრინცმა.
ბევრმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ამ ინტერვიუში დაინახა პრინცის მინიშნება ოჯახთან შერიგების სურვილზე. თუმცა, ამას უკვე აღარავინ იჯერებს — გულახდილი მემუარების შემდეგ, სადაც პრინცი ბრალს სდებს თავისი ოჯახის წევრებს მისი და მისი მეუღლის სიძულვილში, ამდენი შეურაცხყოფის და მონარქების რასიზმსა და სხვა ცოდვებში დადანაშაულების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩარლზს "უძღებ" შვილთან ურთიერთობის განახლება მოუნდება.
საყურადღებოა, რომ ამ ემოციური ინტერვიუს შემდეგ 43 წლის მეგან მარკლმა ინსტაგრამზე ჰარის ფოტო გამოაქვეყნა მათ შვილებთან პრინც არჩისთან (5 წლის) და პრინცესა ლილიბეთთან (3 წლის) ერთად. წარწერის გარეშე შავ-თეთრ გამოსახულებაზე პრინცი ჰარი შორს მიდის, არჩის ხელს უჭირავს, ლილიბეთი მის მხრებზე ზის. სურათზე ჩანს, რომ ჰარისა და მეგანის შვილები უკვე საკმაოდ გაიზარდნენ. სურათი, როგორც ჩანს, გადაღებულია წყვილის სახლის ბაღში მონტესიტოში.