გარდატეხის ასაკის სირთულე და დეპრესიული გამოვლინებები არაერთი ოჯახისთვის იქცა რთულ და გადაულახავ პრობლემად. აღმოჩნდა, რომ ამ საყურადღებო ასაკში შესაძლებელია სირთულეების და დეპრესიული ფონის მნიშვნელოვნად შემცირება.
ფიზიკური აქტივობის გაზრდა დეპრესიის რისკის შემცირებას განაპირობებს 14 წლის მოზარდებში - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერები. მათი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of the American Academy of Child & Adolescent Psychiatry (JAACAP).
კვლევა ჩატარდა მასშტაბური პროექტის Trondheim Early Secure Study ფარგლებში. მეცნიერები 873 ბავშვსა და მოზარდს აკვირდებოდნენ 6-დან 18 წლამდე ასაკში. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მეცნიერები აგროვებდნენ მონაცემებს მონაწილეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ფიზიკური აქტივობის დონის შესაფასებლად გამოიყენებოდა აქსელერომეტრები — მოწყობილობები, რომლებიც აღრიცხავენ მოწყობილობის მდებარეობას სივრცეში.
თუმცა, 14 წლამდე ასაკის მონაწილეებში ასეთი დამცავი ეფექტი არ გამოვლინდა. ეს დაკვირვებები მართებული იყო როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესისთვის.
"ჩვენ ასევე შევნიშნეთ, რომ 10-12 და 14-16 წლის ასაკში მონაწილეები, რომლებსაც ჰქონდათ დეპრესიის სიმპტომების მეტი რაოდენობა, ნაკლებად აქტიურები ხდებოდნენ", — აღნიშნა კვლევის ავტორმა, პროფესორმა სილიე სტეინსბეკმა.
აღსანიშნავია, რომ კავშირი ზოგადად მჯდომარე ცხოვრების წესსა და დეპრესიას შორის მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს.