რა ხანია, ვრცელდება ხმები, რომ მსახიობი ბრედლი კუპერი ტოპ-მოდელ ჯიჯი ჰადიდს ხვდება. მედიაში მათი ერთობლივი ფოტოებიც ქვეყნდებოდა, თუმცა წყვილი ოფიციალურად არაფერს ადასტურებდა.
რამდენიმე დღის წინ ჯიჯიმ დაბადების დღე გადაიხადა მეგობრების წრეში. მოდელი 30 წლის გახდა და მის იუბილეს ბრედლი კუპერიც ესწრებოდა. ტორტზე სანთლების ჩაქრობის შემდეგ კი წყვილმა ერთმანეთს აკოცა და ამგვარად ამცნო მსოფლიოს, რომ ნამდვილად ერთად არიან.
როგორც ცნობილია, ბრედლი კუპერი მანამდე ირინა შეიკზე იყო დაქორწინებული, წყვილი ერთად შვილსაც ზრდიდა, თუმცა მალე განქორწინდნენ და ახლა მეგობრობენ.
ჯიჯი ჰადიდი რა ხანია, მსოფლიოს ტოპ-მოდელებს შორის არის და ხშირად ასახელებენ ულამაზეს ქალთა სიაში. ის ყველაზე ძვირად ღირებულ მოდელთა რიცხვშიც ხშირად იკავებს პირველ პოზიციებს. ცოტა ხნის წინ "ვიქტორია სიქრეთის" მორიგ შოუზე გაიბრწყინა - სწორედ მას ხვდა წილად შოუს გახსნა.
ჯიჯი 1995 წლის 23 აპრილს არის დაბადებული ლოს-ანჯელესში, პალესტინურ-ჰოლანდიურ ოჯახში. მამამისი სამშენებლო კომპანიის მფლობელი მოჰამედ ჰადიდია, ხოლო დედა - მოდელი იოლანდა ჰადიდი. ასევე მოდელია ჯიჯის და ბელა და მათ ჰყავთ უმცროსი ძმა ანვარი.
ჯიჯის ასევე ჰყავს ნახევარდები. მისი მშობლები 2000 წელს განქორწინდნენ და დედამისი ცნობილ მუსიკალურ პროდიუსერ დევიდ ფოსტერს გაჰყვა ცოლად.
ჯიჯის ოჯახის წევრები საკმაოდ რთულ დაავადებას ებრძვიან და ამის შესახებ არაერთხელ საჯაროდაც უსაუბრიათ. ჯიჯის დას ბელას, რომელიც ასევე სუპერმოდელია და მათ უმცროს ძმას ანვარს 2012 წელს დაუსვეს ლაიმის დაავადების დიაგნოზი – ეს ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს და საკმაოდ გავრცელებულია ამერიკაში. დაავადებას თან ახლავს თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, სიცხე, სისუსტე, ნერვული სისტემისა და თვალების დაზიანება. თუ მას საწყის სტადიაზე ვერ აღმოაჩენენ და დროულად არ უმკურნალებენ, მას შეუძლია ინვალიდობა ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ამ დაავადებისგან ავრილ ლავინი ხუთი თვე ებრძოდა სიკვდილს.
იგივე დაავადება აქვს მათ დედას და სავარაუდოდ, სწორედ მისგან დაინფიცირდნენ შვილები. იოლანდა ქველმოქმედებაშია ჩართული და აქტიურად ეხმარება ამ დაავადებით დატანჯულებს. ამ მოღვაწეობისთვის სპეციალური პრემიაც კი მიიღო.
რაც შეეხება ჯიჯის, ის მოდელობის პარალელურად პირადი ცხოვრებითაც არის პოპულარული მედიაში. არაერთ ცნობილ ადამიანთან აკავშირებდა რომანი, შემდეგ კი პოპულარულ მომღერალ ზეინ მალიკს გაუმიჯნურდა და სწორედ მისგან გააჩინა ქალიშვილი 25 წლისამ.
აღსანიშნავია, რომ ჯიჯიმ შინ იმშობიარა და ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლადაც ისაუბრა.მისი თქმით, 14 საათი გაგრძელდა ყველაფერი და მის გვერდით იყვნენ ბავშვის მამა ზეინ მალიკი, დედა - იოლანდა, და - ბელა და ადგილობრივი ბებიაქალი. პატარა გოგონა ჰაი ვადაზე ერთი კვირით გვიან გაჩნდა. "ველურ ცხოველს ვგავდი, ყველამ დაინახა ჩემ გარშემო, რომ თურმე ჩემში ესეც იყო... ვერც კი ვიგრძენი, როდის გამოვიდა ბავშვი, ისე დავიქანცე. უბრალოდ მაღლა ავიხედე და დავინახე, რომ ზეინს ეჭირა. საოცარი განცდა იყო... სულ მინდოდა გამეგო, რა იყო ბუნებრივი მშობიარობა, ჩვეულებრივ გარემოში. მერე მე და ზეინმა დოკუმენტური ფილმი ვნახეთ ამის შესახებ და უფრო გაგვიმყარდა აზრი. პანდემიამაც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს გეგმებში".
ჯიჯიმ უარი თქვა ეპიდულარულ ანესთეზიაზე და სრულიად ბუნებრივად ჩაიარა ყველაფერში.
პირველი პერიოდი ყველაფერი მშვენივრად იყო. ჯიჯი მთლიანად ჩაერთო ბავშვის აღზრდაში, ძიძის მომსახურებაზე უარი თქვა და ამბობდა, რომ ძალიან ეხმარებოდნენ დედა და დედამთილი. თუმცა მოგვიანებით წყვილი მაინც დაშორდა ერთმანეთს.
სულ მალე კი ალბათ ჯიჯის და ბრედლის წყვილს უკვე საჯარო ღონისძიებებზეც ვიხილავთ. ამბობენ, რომ ბრედლიმ ის დედასაც წარუდგინა.