კარდიოლოგი ლევან ქარაზანაშვილის და მისი მეუღლის - ასევე ექიმი ქეთი ძიგუას მიერ პატარა მატილდასთან ერთად გადაღებულ ოჯახურ ვიდეოს უამრავი კომენტარი და მოწონება ხვდა სოციალურ ქსელში. მატილდა, რომელიც ერთ თვეში სამი წლის გახდება, სოციალური ქსელის ვარსკვლავია. დედა ხშირად უღებს ფოტოებს და ვიდეოებს და ყოველ ჯერზე დიდ მოწონებას იმსახურებს.
მატილდა ლევან ქარაზანაშვილის უმცროსი ქალიშვილია. მას წინა ქორწინებიდან ჰყავს ზრდასრული ქალიშვილები.
ხშირად აღნიშნავს, რომ ძალიან ბედნიერია მამობით ამ ასაკში. აქტიურად არის ჩართული მესამე ქალიშვილის აღზრდაში.