"ქვეყნებში, სადაც ბავშვი ყოველთვის დედას ჰყავს, კოლიკა ნაკლებად აწუხებთ...ხელის შეხება მუცელზე, დედის მუცელთან მიხუტება ხშირად შველის ბავშვს" - რა უნდა იცოდეთ კოლიკაზე - მშობლები

"ქვეყნებში, სადაც ბავშვი ყოველთვის დედას ჰყავს, კოლიკა ნაკლებად აწუხებთ...ხელის შეხება მუცელზე, დედის მუცელთან მიხუტება ხშირად შველის ბავშვს" - რა უნდა იცოდეთ კოლიკაზე

2025-05-07 11:41:04+04:00

ჩვილი ბავშვის მშობლები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვის წამოტირებისა და ჭირვეულობის მიმართ. ხოლო როცა კოლიკის პრობლემაა, ახალგაზრდა მშობლები ძალიან ნერვიულობენ.

კოლიკა მუცლის შეტევითი ტკივილია, რომელიც ტალღებად მოდის — ანუ ხან ტკივა, ხან გადადის, და ასე გრძელდება პერიოდულად.

რატომ ემართებათ კოლიკა:

ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ყველაზე გავრცელებული რამდენიმე შესაძლო ფაქტორია:

  • მოუმწიფებელი კუჭ-ნაწლავი — საჭმლის მონელება ჯერ სრულყოფილად ვერ მიმდინარეობს.
  • გაზები და ჰაერი — ჭამისას ჰაერის ჩაყლაპვა.
  • ზედმეტი აღგზნება — დღის ბოლოს ნერვული სისტემა გადაღლილია.
  • ალერგია ან აუტანლობა (მაგ. რძის ცილაზე) — იშვიათად.

ამ თემაზეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ძალიან ბევრი ადამიანისათვის საყვარელი პედიატრიყარამან ფაღავაჩვენი საიტისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა.

„ნაწლავებში დაგროვილი აირები მტკივნეულ სპაზმს იწვევს და სწორედ ამას ჰქვია ჩვილთა კოლიკა. ის უხშირესად 2 თვიდან 8 თვემდე გვხვდება. ერთი ფაქტია საინტერესო, აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ბავშვი ყოველთვის დედასთანაა, კოლიკა ნაკლებად აწუხებთ. რა თქმა უნდა, თანამედროვე დედებს ვერ ვეტყვი, რომ 24 საათის განმავლობაში შვილი სულ ხელში აყვანილი ჰყავდეთ, მაგრამ გამოხატული კოლიკის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ხელში აყვანა, მუცელზე ხელის დადება, დამშვიდება. როცა ქალი ძალიან აგზნებული და განერვიულებულია, თითქოს ბავშვი გრძნობს ამას და უარესად ტირის. პირველ რიგში, აუცილებელია დედამ თავს მიხედოს. არ მიირთვას ის საჭმელები, რომლებიც აირების დაგროვებას იწვევს. არ უნდა მიიღონ ლობიო, კომბოსტო, ჭარბი რაოდენობით შაქარი. თბილი აბაზანა, ხელის შეხება მუცელზე, დედის მუცელთან მიხუტება ხშირად შველის ბავშვს. რაც მთავარია, დედა მშვიდად უნდა იყოს. მაშინ ეს სიმშვიდე შვილზეც გადავა. თუ ეს ღონისძიებები შედეგს არ გამოიღებს, ბუნებრივია, ექიმთან უნდა წაიყვანონ“ - ამბობს ყარამან ფაღავა.

როდის არის საჭირო ექიმი?

  • როცა ბავშვს ტკივილი აქვს და თან ერთვის:
  • სიცხე (38°C და მეტი)
  • ღებინება, სისუსტე, ძილიანობა ან უჩვეულოდ უჩვეულო ქცევა
  • წონაში კლება ან ცუდად კვება.

საშიში ნიშნებია:

  • ტირის შეუჩერებლად და ვერც ერთი ხერხით ვერ მშვიდდება.
  • კანი ფერმკრთალი ან მომლურჯო ედება, განსაკუთრებით ტუჩებზე.
  • ფაღარათი ან სისხლიანი განავალი აქვს.
  • მუცელი ძალიან დაბერილი, მკვრივი ან ტკივნეულია შეხებისას.