ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა და გამარჯვება ცრემლების გარეშე ვერ აღნიშნა. კადრებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მისი სიხარული უამრავმა ადამიანმა გაიზიარა. ილიამ საკუთარი ემოციების შესახებ გადაცემაში "დღის პოსტი" ისაუბრა:
- საქართველოს რომ წარადგენ და პროცესში იაზრებ, რომ შენ ხარ ერთ-ერთი ქართველი, რომელსაც მიეცა საშუალება, ქვეყანა ასახელოს, პირველ რიგში, ეს ძალიან დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა. მაგრამ, როდესაც უკვე კვარცხლბეკზე დგახარ და შენი ქვეყნის ჰიმნს ისმენ და დროშას უყურებ, ეს ყველაფერი განხორციელებული და რეალიზებულია, ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვარ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, რასაც ვგრძნობ. ფიქრობ გულშემატკივარზე, თუ როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა, ოჯახი, ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, დროშას, ისტორიას და ეს ყველაფერი სიხარულის ცრემლსაც გამოიწვევს. ამ ცრემლებს ბევრი მიზეზი ჰქონდა.
ასპარეზობის შემდეგ, მწვრთნელების რეკომენდაციით, 2-3 დღე უნდა დავისვენოთ. მაგრამ, 3 დღის შემდეგ უნდა დაუბრუნდე იმ მომზადებას, რაც უფრო დიდი შეჯიბრისათვის გესაჭიროება. ემოციურად რთულია, ამ ყველაფრიდან გამოხვიდე, დაისვენო და შემდეგ თავიდან დაიწყო ის, რასაც აკეთებდი.
ამავე გადაცემაში ილია სულამანიძემ დაუკრა და მაყურებელს დადებითი განწყობა შეუქმნა: