მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ მეორე შვილის მამას - ბიზნესმენ დავით კოდუას შეურიგდა, ქალიშვილის ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
"ცხოვრება ხანმოკლეა და თანაც აღარასოდეს იქნები 3 წლის და ნახევრის მოცეკვავე დუომოს მოედანზე, ქუჩის მომღერლებთან...... ჩემი ბურბუშელა მამას კი გავს, მაგრამ დედასავით ლაღი და ფარფატაა".
ალექსანდრა გასული წლის ბოლოს დაშორდა მდავით კოდუას, რომელთან ერთადაც ბოლო წლები იყო. მაშინვე აღნიშნა, რომ მასთან მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებდა.
"ბევრი ჭორების თავიდან აცილების მიზნით ვწერ, ძვირფასებო, ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს თუმცა მადლიერებით და სრულად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა.
ვრჩებით მეგობრები სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები. მადლობა, დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, ბედნიერებისთვის. ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ, ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე", - წერდა მაშინ ალექსანდრა.
სულ ახლახან კი მოდელმა გამოაქვეყნა ფოტოები, თუ როგორ მოგზაურობს დავით კოდუასთან და შვილთან ერთად, შემდეგი ტექსტით: "მან თქვა - ვერ გაექცევი ჩემს სიყვარულს..." წყვილი კვლავაც ერთად ატარებს დროს საზღვარგარეთ და ალექსანდრა ხშირად აქვეყნებს ვიდეოს და ფოტოებს.