მარიამ გეგუჩაძესაზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. მარიამი აქტიურად ჩანდა დედის, ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემაში, სადაც საკუთარი რუბრიკა ჰქონდა. მოგვიანებით მარიამი ეკრანებიდან გაქრა და საზღვარგარეთ სწავლა განაგრძო.
დღეს ის სამოქალაქო აქტივისტია, ჩართულია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში. დედასთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ღიად გამოხატავს პოზიციას საქართველოს ევროპული მომავლისა და ევროინტეგრაციის შესახებ.
მარიამი აქტიურია სოციალურ ქსელშიც და გამომწერებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ის დროდადრო სწორი კვების, ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და მენტალური ჯანმრთელობის შესახებაც წერს.
ამჯერად მარიამი წონის კლების საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობს და, როგორც ის აღნიშნავს, მის შემთხვევაში ყველაზე ეფექტური OMAD დიეტა აღმოჩნდა:
ამ დიეტის დროს შესაძლებელია სასმელების დალევა, რომელიც არ შეიცავს შაქარს და კალორიებს, შესაბამისად, დასაშვებია წყალი, ჩაი ან თუნდაც ყავა. განაგრძეთ კითხვა