ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის ქალიშვილმა, იშამ, Met Gala-ზე ფილმიდან "ოუშენის 8 მეგობარი" ენ ჰეთევეის პერსონაჟის მსგავსი ყელსაბამი მოირგო და ყველას ყურადღება მიიპყრო.
ღონისძიებაზე იშა არაერთი ბრილიანტისგან დამზადებული ყელსაბამით გამოჩნდა. ცენტრალური 80-კარატიანი ქვაა, გარშემო კი შედარებით პატარა ბრილიანტებია. ყველა ბრილიანტი იშას დედის, ნიტას, საცავიდანაა. სწორედ აღნიშნული ყელსაბამი გამოიყენეს ინსპირაციისათვის, რომ ფილმში ენ ჰეთეუეის პერსონაჟისათვის სამკაული შეექმნათ.
აღსანიშნავია, რომ იშას სამკაული Cartier-ის ყველაზე ძვირად ღირებული ყელსაბამის ასლია და ის ნავანაგარის მაჰარაჯას ეკუთვნოდა. ამავდროულად, დიზაინერ ანამიკა ხანას თქმით, იშას Met Gala-ს ლუქის შესაქმნელად 15 ათასი საათი დასჭირდათ…
იშა ამბანი მუკეშ ამბანის ერთადერთი ქალიშვილია. 2008 წელს Forbes-მა ის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა მემკვიდრეების სიაში შეიყვანა. 2014 წლიდან იშა მამის შვილობილი კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრია. 2022 წელს ის Reliance Retail-ის ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით ინდოეთში 100-ზე მეტი ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. ასევე, ის მუმბაიში დიდ სავაჭრო ცენტრსაც ფლობს. 2018 წელს მილიარდერ ანანდ პირამალზე დაქორწინდა. წყვილს 2022 წელს ტყუპი შეეძინა.
მუკეშ ამბანი აზიის უმდიდრესი ადამიანია. ასევე, ის მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა შორის მე-11 ადგილს იკავებს. მაგნატი მართავს Reliance კონგლომერატს, რომელიც მისმა მამამ, დჰირუბჰაი ამბანიმ დააარსა. მისი ქონება ამჟამად 115 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
გასულ წელს მედიაში მისი ერთ-ერთი ვაჟის ქორწილი აქტიურად განიხილებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ კარდაშიანების ოჯახი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და მისი მეუღლე, დევიდ ბექჰემი და სხვა ცნობილი სახეები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცერემონია დაახლოებით 600 მილიონი დოლარი დაჯდა, თავად ზეიმი კი თითქმის ექვსი თვე გაგრძელდა...