"თქვენი თავი წარმოიდგინეთ, მოდიხართ და უცხო ადამიანები გეხებიან თავზე, ლოყაზე, გეფერებიან... ნიკასთან ერთად რომ დავდივარ, ყოველდღე ვიგერიებ უცხო ადამიანებს... ნუ შედიხართ ფიზიკურ კონტაქტში უცხო ბავშვებთან" - მარიამ ნადირაძის მიმართვა - მშობლები

"თქვენი თავი წარმოიდგინეთ, მოდიხართ და უცხო ადამიანები გეხებიან თავზე, ლოყაზე, გეფერებიან... ნიკასთან ერთად რომ დავდივარ, ყოველდღე ვიგერიებ უცხო ადამიანებს... ნუ შედიხართ ფიზიკურ კონტაქტში უცხო ბავშვებთან" - მარიამ ნადირაძის მიმართვა

2025-05-11 10:24:50+04:00

მსახიობი მარიამ ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, თუ რატომ არ უნდა მოეფერონ უცნობები ბავშვებს ქუჩაში და ასევე, ნაცნობმაც კი რომ თუნდაც ბავშვს ნებართვა უნდა სთხოვოს, სანამ შეეხება და საზღვრების დაცვა აუცილებელია უცნობისთვისაც და ნაცნობისთვისაც.

- როცა ბავშვს არ სიამოვნებს ჩახუტება და კოცნა, მის სურვილს პატივი უნდა ვცეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის თვითშეფასებისთვისაც, უსაფრთხოებისთვისაც და ის აღიქვამს, რომ მის სურვილებს და აზრს პატივს სცემენ. მილიონი ხერხი არსებობს სითბოს გამოსახატად, შეიძლება ბავშვს ტკბილად ელაპარაკო, ეთამაშო და სხვანაირად დაამყარო ურთიერთობა, და არა პირდაპირ კოცნა-პროშნით... თქვენი თავი წარმოიდგინეთ, რომ მოდიხართ და უცხო ადამიანი გეხებათ თავზე, ან ლოყაზე, ან გეფერებათ. ჩემი აზრით ეს სერიოზული პრობლემაა და ცნობიერებაც უნდა ამაღლდეს ამ თემაზე. მე ვაწყდები ამას ყოველდღე. ნიკასთან ერთად რომ დავდივარ, ვიგერიებ უცხო ადამიანებს... ნუ შედიხართ ფიზიკურ კონტაქტში უცხო ბავშვებთან.

მარიამის ვიდეოს მისმა მეუღლემ, მსახიობმა გიორგი მახარაძემაც დაურთო კომენტარი:

"ყოველ ჯერზე მართლა როგორ ვიკავებ თავს, რომ საშინელება არ ვუთხრა ან ძააან ცუდად არ მოვიქცე, არ ვიცი... რა უბედურებაა ეს ეგრევე სახეზე და თავზე ხელების სმა? ან იკითხე ან რაღაცა, ძაღლზე არ უნდა ქნა ეგრე და მით უმეტეს ბავშვზე, ცოტა ტვინი ხო უნდა გაანძრიო?"

მარიამს და გიორგის ერთი ქალიშვილი ჰყავთ - ნიკა, რომელიც ცოტა ხნის წინ 3 წლის გახდა. ნიკასთან ხშირად ატარებს დროს მისი უფროსი და - გიორგის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ელენე მახარაძე.

image-2-1706379711-1716654521.png

snapinsta-1716654668.app_445641981_492195956564214_979355754287362167_n_1080.jpg

უვნებელი კოცნა ლამის ლეტალურად დასრულდა 6 თვის ბავშვისთვის
კოცნის დაავადება - რა შეიძლება გამოიწვიოს კოცნამ
როგორ ვასწავლოთ ბავშვს, რომ არავის შეუძლია მათი შეხება უნებართვოდ