ზაფხული ქორწილისთვის იდეალური სეზონია. მზადება, რა თქმა უნდა, რამდენიმე თვით ადრე იწყება. კაბის, წვეულებისა თუ ლოკაციის გარდა ამ სამზადისის განუყოფელი ნაწილია სამკაულების შერჩევა.
უამრავი ვარიანტის მიუხედავად, ბრილიანტის თვლებით შემკული სამკაულები აქტუალობას არ კარგავს. თუმცა მათი ღირებულებიდან გამომდინარე, ის ძალიან ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. მით უმეტეს, რომ დღეს ბაზარზე ბუნებრივთან ერთად ხელოვნური ბრილიანტიც იყიდება, რომლის თვალით გარჩევა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ხელოვნური ბრლიანტიც ულამაზესია, მაგრამ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელ თვალს შეიძენთ და მოტყუებული არ უნდა აღმოჩნდეთ.
ლაბორატორიული ბრილიანტი დაახლოებით 60–80% იაფია, რაც არ ნიშნავს რომ ის "ცუდია" — უბრალოდ ის მასობრივად, უფრო სწრაფად და იაფად იწარმოება. მაგალითად, 2025 წლის ფასების მიხედვით, თუ 1 კარატი ბრილიანტის ფასი 5000 დოლარიდან იწყება, ერთკარატიანი ხელოვნური ბრილიანტის შეძენა 800 დოლარად შესაძლებელია.
რა განსხვავებაა ხელოვნურ და ბუნებრივ ბრილიანტს შორის და რა უნდა იცოდეთ, რომ არ მოტყუვდეთ.
ბუნებრივი ბრილიანტი დედამიწის სიღრმეში, მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდება.
ლაბორატორიული ბრილიანტი კი სპეციალურ პირობებში, ლაბორატორიაში იზრდება, მაგრამ ქიმიურად და ფიზიკურად ბუნებრივის იდენტურია.
მთავარი განსხვავება მხოლოდ წარმოშობაშია - ვიზუალურად და თვისობრივად არანაირი განსხვავება არ არის.
სამაგიეროდ, განსხვავება ფასშია. ხელოვნური ბრილიანტი გაცილებით იაფი ღირს და იშვიათობასაც არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ისიც ულამაზესი სამკაულია, მაგრამ როცა მის გაყიდვას მოინდომებთ, საკმაოდ იაფ თანხას შემოგთავაზებენ. ამიტომ არის საჭირო, ზუსტად იცოდეთ, რას ყიდულობთ.
მიკროსკოპით ან სპექტროსკოპიით დათვალიერება:
მათ შორის განსხვავება ხშირად ჩანართებში ვლინდება — მაგალითად, ბუნებრივ ბრილიანტში შეიძლება იყოს მინერალების ჩარჩენილი ნაწილაკები ან ბუნებრივი წარმოქმნის ხილული ნაკვალევი, მაშინ როდესაც ლაბორატორიულში შეიძლება ჩანდეს მეტალის მინარევები ან სპეციფიკური ბუშტუკები, რაც წარმოების პროცესზე მიუთითებს. სპექტროსკოპია კი აჩვენებს, როგორ შთანთქავს ქვა შუქს — ამაში განსხვავებებია ბუნებრივსა და ხელოვნურს შორის.
ფოსფორესცენციის ტესტი:
როდესაც ბრილიანტს ულტრაიისფერი სხივით ანათებენ, ლაბორატორიული ბრილიანტები ხშირად გარკვეული ბზინვარებით ანათებენ და ამ ბზინვარებას რამდენიმე წამით ინარჩუნებენ კიდეც მას შემდეგ, რაც ულტრაიისფერი სხივი მოიხსნება — ანუ ფოსფორესცენცია უნარჩუნდებათ. ბუნებრივი ბრილიანტები იშვიათად იძლევიან ასეთ რეაქციას.
ზრდის შრეების ანალიზს:
ბუნებრივს აქვს ბუნებრივი, არათანაბარი სტრუქტურა, ლაბორატორიულს – თანაბარი შრეები.
ეს ყველაფერი არ ჩანს შიშველი თვალით – საჭიროა პროფესიული ანალიზი.
2000-იანი წლებიდან ბრილიანტის წარმოშობის დასადგენად სპეციალური ლაზერული ტექნოლოგია შეიქმნა. ეს ნიშნავს, რომ ბრილიანტის გირჩის ფორმის მხარეს ხშირად ლაზერით წარწერილია ქვის სერტიფიკატის ნომერი (მაგ., "GIA 1234567890"). მის დასანახად საჭიროა 10x გადიდების ლუპა ან ციფრული მიკროსკოპი. ასევე საიუველირო მაღაზიის აპარატურა, სადაც თავად გაჩვენებენ წარწერას.
ეს წარწერა მხოლოდ სერტიფიცირებულ ქვებს აქვთ, თუმცა აუცილებლად ნატურალურ წარმოშობაზე არ მიუთითებს. ეს ნიშნავს, რომ ქვა სერთიფიცირებულია და ამ კოდის გადამოწმებით ქვის ნამდვილობას დაადგენთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ვებგვერდს, სადაც ჩაწერთ კოდს და ქვის წარმოშობას, მის ფასს და ხარიხს დაადგენთ. ეს ასოთშეთახმებები კოდშიც არის მითითებული:
როგორც აღვნიშნეთ, ეს კოდები 2000-იანი წლებიდან გამოიყენება. რა ხდება, როცა ძველებურ, საბჭოთა ბრილიანტს ყიდულობთ?
ძველებურ ქვას შეიძლება ჰქონდეს:
ქაღალდისსერტიფიკატი;
ბრილიანტის შეფასების ტრადიციული მეთოდით გაცემული ბარათი (ზომა, წონა, ფერი, სისუფთავე);
ზოგჯერ, ქვის მოჭრის სტილი ან ფორმა თავისთავად მიანიშნებდა საბჭოთა წარმოებაზე, რადგან ძალიან სპეციფიკური ფორმით აქვთ მოჭრილი ქვები.